Digest Logo

„თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა...“ - რა წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

1644477095
https://digest.pia.ge/ka/news/socialuri-media/tkvennairi-utsnobi-khalkhi-turme-bevr-akhlobels-sjobia---ris-gamo-ukhdis-sazogadoebas-madlobas-kachkachishvili

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც თავად კომპოზიტორი აცხადებდა, პირველი დღე მას რთულად   ჰქონდა სიმპტომები გამოხატული. თუმცა, დღეს ის თავს უკეთ გრძნობდა.

„მეორე დღეა დღეს. გუშინ, პირველ დღეს, თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა, თმის ღერიც კი მტკიოდა, სიცხეც მაღალი !!

დღეს გავიღვიძე, აღარც სიცხე და ვითომც არაფერი, ნამცხვარიც კი გამოვაცხვე.

მიდი და გაიგე ახლა რაშია საქმე.

ნუ ვერ ვიტყვი, რომ ჩიტივით დავფრინავ, მაგრამ გუშინ ჯოჯოხეთი გავიარე და შედარებაც კი არ შეიძლება დღევანდელ დღესთან“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები...“ - ანი შაქარაშვილი

🔵რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი მირონ შველიძე გარდაიცვალა

🔵მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

🔵„შეურაცხყოფა მომაყენა... ჩავიკეცე“ – რა შეემთხვა თიკა ჯამბურიას