90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და პასუხი უარყოფითია. ლამარა აბჟანდაძეს „ასტრაზენეკას" ვაქცინა აქვს გაკეთებული. ამბობს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაძლოა, ვაქცინაციასაც უკავშირდებოდეს.
„მე მგონი დავამარცხე ავადმყოფობა. დღეს უკვე კარგად ვარ. არ ვიცი, აცრამ მიშველა, თუ ჩემმა შემტევმა ხასიათმა. მოკლედ, არ ვუშინდები. ტესტის პასუხი ახლახან გავიგე, უარყოფითია. გავიმარჯვე, კორონა აღარ მომეკარება. ასეც მწამდა", - წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ლადოიე, ყაბალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ!“ – ოზურგეთელი პედაგოგის პოსტი ლადო აფხაზავას