გუშინ მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლის ფაქტს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირმა სარიშვილი გამოეხმაურა. ის საზოგადოებას რიტორიკული შეკითხვით მიმართავს:
„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პანდემიის დროს საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გაზგარეული წყლის ჭავლი გამოიყენა, ვის გჯერათ რომ საკომენდანტო საათი ან ნებისმიერი სხვა შეზღუდვა ხელისუფლების მხრიდან ადამიანების ჯანმრთელობას უკავშირდება?!“, - წერს სარიშვილი
- აგრეთვე წაიკითხეთ:
TV პირველის ოპერატორს წყლის ჭავლის შედეგად თვალი დაუზიანდა
თუ ცოცხალი ხარ, საავადმყოფოში არ გაწვენენ - ემიგრანტი
ომის ვეტერანია, ფეხში ახლაც 7 ტყვიას ატარებს - ვინ არის კაცი, რომელიც აქციაზე ლამის დაბრმავდა?