Digest Logo

„გეტყვით, რა უპირატესობა აქვს აცრილის დავირუსებას" - ნაირა ცხვედიანი

1628685939
ანა კოპალიანი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა კოპალიანი კოვიდდადებითი დედის კომენტარს აქვეყნებს და მოსახლეობას სთხოვს წაიკითხონ.

„ეს არის დედაჩემის კომენტარი, რომელიც ორჯერ აცრილია ,,ასტრაზენეკათი" და აქვს სიმპტომების გამოვლენიდან მერვე დღე. ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ: ერთ კვირაზე მეტია, გამუდმებით რეკავს ჩემი ტელეფონი. გათიშე, მირჩევს შვილი. გამორიცხულია, ვეუბნები მე. როგორც არასდროს, ახლა ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ აცრის იდეა გადავარჩინო, რადგან იმ 0, 19%-ში აღმოვჩნდი, რომელსაც, ორი აცრის მიუხედავად, კოვიდი დაუდასტურდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვით, რა უპირატესობა აქვს აცრილის დავირუსებას: მოხსნილი გაქვს შიშის ფაქტორი, იქით ამშვიდებ ყველას, ვისაც აქეთ სურს შენი დამშვიდება, ალაგებ სახლს, რეცხავ სარეცხს, აკეთებ საჭმელს, არ გაწუხებს იმის დარდი, ექიმს გაახსენდები და დაგირეკავს თუ არა, არ აწუხებ სახელმწიფოს (არც ნათესავებს), მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სახლში ნამცხვარსაც კი აცხობ... ცოტა სიცხეს და ყელის ფხაჭნას კი უნდა გაუძლო სამი-ოთხი დღე და ისიც უნდა მოითმინო, რომ 12 დღე გარეთ ვერ გახვალ... მოკლედ, სულ ესაა. აცრა გვიცავს, აუცილებლად აიცერით",- წერს ანა კოპალიანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„სუნთქვა შემეკრა, სიცხე ამეწია 40 გრადუსზე...პაციენტს ნევროზული შეტევა დაემართა და ბაბუას უყვიროდა- მოკვდი, მოკვდი, ოღონდ დამაძინეო"

VIDEO: ემოციური კადრები, რომელმაც მსოფლიო შეძრა - მოხუცსა და ჟურნალისტს ერთად აეტირათ

„გაშვილებულთა უმეტესობა იმაზე ვოცნებობთ, საფლავის ქვაზე მაინც დაეწეროს ის თარიღი, რომლითაც ჩვენი სიცოცხლე დაიწყო" - თამუნა მუსერიძე