Digest Logo

„გაშვილებულთა უმეტესობა იმაზე ვოცნებობთ, საფლავის ქვაზე მაინც დაეწეროს ის თარიღი, რომლითაც ჩვენი სიცოცხლე დაიწყო" - თამუნა მუსერიძე

1628672416
ჩვილი

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე საკუთარ დაბადების დღეზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხსნის, თუ რატომაა ეს დღე მისთვის რთული. „დაიჯესტი" გთავაზობთ პოსტს უცვლელად👇

„დღეს ბევრმა მომილოცეთ ჩემი „არანამდვილი" , სამიდან ერთ-ერთი დაბადების დღე. მადლობა ყველას. მადლობა მიუხედავად იმისა, რომ იცით ტყუილია და მაინც მილოცავთ, მამხნევებთ, გვერდით მიდგახართ.
არიან ადამიანები, რომლებიც თქვენსავით არ ფიქრობენ.
„რა მნიშვნელობა აქვს დაბადების დღეს ან თვეს? აარჩიე ერთი და გადაიხადე, რატომ ქმნი პრობლემასო მეუბნებიან". ალბათ ბევრმა არ იცით, რომ გაშვილებულთა უმეტესობას 10 რიცხვში აქვს დაბადების დღე.
ლამაზია და პაროლივით წერდნენო . 10 ივლისი და 10 დეკემბერი ყველაზე გავრცელებული თარიღია. მე 10 აგვისტო და 10 ოქტომბერი ჩამიწერეს. 10.10 ლამაზია უდავოდ. 2020 წლიდან ნიუ იორკში ყველა გაშვილებულს მისცეს უფლება, საკუთარი დაბადების დღე და წარმომავლობა გაიგონ. ჩვენც მივალთ აქამდე.
ზუსტად ამისთვის შეიქმნა ჯგუფი ვეძებ. „ჩვენი" უფლებები რომ დავიცვათ და „ნამდვილი" დაბადების დღეები რომ გავიგოთ და სანამ თქვენ თქვენი შვილების და შვილიშვილების დაბადების დღის აღნიშვნა გიხარიათ,
სანამ გონებას თქვენი შვილის გაჩენის საათის დავიწყების უფლებას არ აძლევთ, „ჩვენ" იმაზე ვოცნებობთ, საფლავის ქვაზე მაინც დაეწეროს ის თარიღი, რომლითაც ჩვენი სიცოცხლე დაიწყო. ასეთი დასასრულისთვის ნუ გაგვწირავთ. ნუ გაგვიმეტებთ იმ ცხოვრებისთვის, რომელშიც „დაბადების დღე" უბრალოდ ფარატინა ფურცელია",- წერს თამუნა მუსერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„15 წლის თანაცხოვრების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი 2 შვილის მამა გეი ყოფილა და ჩემს ემიგრანტ ძმაზე უქორწინია"

„სანანებელი გამიხდა დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო. სტუმრებსაც გადავდეთ და ძალიან ვნანობ” – პატარძალი, რომელსაც კოვიდი საკუთარ ქორწილში მეჯვარისგან გადაედო

„გიორგიმ აცრა ვერ მოასწრო... ასე რომ არ ყოფილიყო, გუშინ არაადამიანური ხმით აღმომხდარი „აღარ არის" გულს არ გაგვიგლეჯდა" - რუსუდან ცხომელიძე