
„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას იუწყება. მისი თქმით, საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში ქართველი ემიგრანტი გიორგი შოთაძე გარდაიცვალა.
„მეგობრებო, საბერძნეთის ქალაქ რიკალას ციხეში გარდაიცვალა პატიმარი, გიორგი შოთაძე ქუთაისიდან ... უკარგესი, უკეთილესი ადამიანი ... გთხოვთ მოვიხსენიოთ ლოცვებში ვისაც შეგვიძლია. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, ია-ვარდით შენ სპეტაკ სულს.
ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.
კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს.
იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა", - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს - ნახეთ, რა მოხდა მარნეულში