Digest Logo

„მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები... ვხედავ ახალ პატრიარქს" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

1632042688
ლელა კაკულია

ლელა კაკულია მორიგი წინასწარმეტყველების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ ის ახალ პატრიარქს ხედავს. გარდა ამისა, ამბობს, რომ ქვეყანას ახალი თავდაცვის მინისტრი ეყოლება.

„ვხედავ, ქალი პოლიტიკოსი ძალიან გაუტევს ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდება. ეს იმიტომ რომ ეკლესიას მე ვიცავ!

ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ასეც მოხდება.

ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან, იმიტომ რომ ის იქნება იარაღი ეკლესიის წინააღმდეგ. ის დიდი სიამოვნებით ჩაერევა ამ ბრძოლაში. ბედისწერა სიკეთით შემობრუნდება მისკენ.

მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები!..

სინოდი ისე წყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.

ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება - პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.

ვხედავ, მთავრობა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ჯარისკაცებზე შეტევა, იმიტომ რომ ამას დიდი შეჯახება მოჰყვება. თავდაცვის მინისტრს შეცვლიან, მაგრამ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, – წერს ლელა კაკულია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵საჭიროა თუ არა კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვაქცინაცია? - ნახეთ, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

🔵„ემოციების გადმოცემა მიჭირს... ჩემდა სამარცხვინოდ მინდა ვთქვა, რომ..." - რას წერს სოფო ჯაფარიძე

🔵„ვხედავ, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია ქუჩაში გამოდის“ - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

🔵VIDEO: „საქართველოში კორონავირუსი ვერ და არ გავრცელდება“ - რას ამბობდა ლელა კაკულია კორონავირუსზე, ვიდრე საქართველოში გავრცელდებოდა

🔵„ვიბრუნებთ აფხაზეთს... რუსეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ..." - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება