Digest Logo

„ვაანალიზებ რაც მოხდა, მაგრამ ახსნა არ მაქვს. რაღაც სხვა მოხდა, არასოდეს დამმართვია" - გენო პეტრიაშვილის ემოციური განცხადება

1632212561
გენო პეტრიაშვილი

მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გაბლ სტივსონთან განცდილ მარცხზე ისაუბრა. 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი ერთ-ერთ გადაცემაში ამბობს, რომ  ჯერ კიდევ ვერ ხვდება იმას, რაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში დაემართა.

ვერ ამოვხსენი ბოლომდე, რატომ წავაგე ფინალი. ვაანალიზებ, რაც მოხდა, მაგრამ ახსნა არ მაქვს. რაღაც სხვა მოხდა, არასოდეს დამმართვია. ეს 10000 სპორტსმენში შეიძლება ერთს დაემართოს. კარნახიც იყო, შემართებაც, მთელი მოტივაცია ჩავდეთ ამ შეხვედრაში, მაგრამ ვიტყვი, რომ დავუშვი შეცდომა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამით არაფერი მთავრდება. ვეცადო – ეს არ არის შესაფერისი სიტყვა, უნდა გამოვასწორო. თუ არადა, მომავალი თაობა ისწავლის ჩემს შეცდომაზე, რომ სხვანაირად უნდა მიუდგეს ასეთ გადამწყვეტ შეხვედრას.

ფაქტობრივად, ჯიბეში მედო ოქროს მედალი. გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, სხვა რაღაც ემოციაა, რაც მე დამემართა, რასაც მე განვიცდი“,- ამბობს გენო პეტრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან

🔵„ჩემო საყვარელო ხალხო, უფლის ნებაა ყველაფერი“- გენო პეტრიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

🔵„ერთხელ ვერცხლიც მოსინჯა რა, იმიტომ რომ თავადაა ოქრო“ - როგორ გამოეხმაურნენ გენო პეტრიაშვილის ვერცხლის მედალს

🔵„გაიტაცეს და 3 თვე ცხინვალის ტერიტორიაზე ჰყავდათ დამალული...“ დიდი სიყვარული და გზა წარმატებისკენ - გენო პეტრიაშვილის უცნობი ამბები

🔵მარცხი ბოლო წამზე - გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია