Digest Logo

გოგოს, რომელიც დახმარებას ითხოვდა, დედა გარდაეცვალა - მძულხართ ყველა, ვინც ამ საშინელებას არ ცნობთ

1604600749
კიდევ ერთი გარდაცვლილი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, ქვეყანაში ამ დროისთვის 49218 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 401 ადამიანი.

სოციალურ ქსელში მარი კაკაურიძე საზოგადოებისგან დახამრებას ითხოვდა, რადგან მისი მშობლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები, მათი საავადმყოფოში მოთავსება კი ვერ ხერხდებოდა.

„გამარჯობათ, ორივე მშობლები მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები. რეანიმაცია ესაჭიროებათ, ყველა თუ ვინმე მყავდა ნაცნობი უკვე შევაწუხე იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთთქო და ამ დრომდე არაფერია. იქნებ დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“- წერს გოგონა.

ჟურნალისტი მირანდა ტყემალაძე პოსტის სქრინს აზიარებს და წერს, რომ ამ გოგოს დედა უკვე გარდაეცვალა.

„დედა უკვე გარდაეცვალა
მძულხართ ყველა, ვინც ამ საშინელებას არ ცნობთ და პირიქით, გავრცელებას მიზანმიმართულად ხელს უწყობთ (აქციებით!!!!!!) !!!!!“- წერს მირანდა ტყემალაძე.