თბილისში ავსტრიელი პედაგოგის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილმა საზოგადოებას დაუცველობის განცდა გაუჩინა. სოციალურ ქსელში ცნობადი სახეები ქალებს შეიარაღებას ურჩევენ. არაერთი სტატუსის გამოქვეყნდა, რომელშიც წერენ, რომ ჯობს ქალებმა ატარონ წიწაკის სპრეი, ელექტრო შოკი ან თავის დაცვის სხვა ალტერნატიული საშუალება.
ამ მოწოდებების საპასუხოდ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ არა მხოლოდ ქალი, არამედ კაციც დაუცველია და მათაც არ აწყენდათ შეიარაღებული სიარული.
„გოგოებო აგურები, ქვები, ჩაქუჩები, სპრეი და რაც მოგაგონდებათ კიდევ, თან ატარეთ და თავი დაიცავითო, პოსტები მხვდება საფრენდეთში. ემზადებიან გოგოებიც, კაიო... ბიჭები ხომ ნუ იტყვით, ისეთი დაცული ხართ ქვეყანაში, სადაც დღევანდელი ჭეშმარიტად ქართული ვაშა-კაცობის მოდელის მიხედვით ერთ კაცს ხროვა უსწორდება. ხოდა ბიჭებო, ოკეი, რადგან სხვა არაფერი გვაფიქრდება უკეთესი, ჩვენ წიწაკის სპრეის ვიყიდით, თქვენ მარტოებმა არ იაროთ. ბოდიში სარკაზმისთვის. უხასიათოდ ვარ“, - წერს ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ყველა მომენტს ვნანობ როცა ხმა ვერ ამოვიღე, ბოლო გუშინ იყო“ - ანუკი ბებია