Digest Logo

„მადლობა და გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული“ - ლადო აფხაზავა

1627757216
ლადო აფხაზავა

ცნობილი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ავსტრალიელი მასწავლებლის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილს ეხმაურება. ის გარდაცვლილს ქართველი მოსწავლეებისთვის გაწეული ღვაწლის გამო მადლობას უხდის და მომხდარისთვის პატიებას სთხოვს.

„მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა.
ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე. მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით...“ - წერს აფხაზავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც... აი, ეს მოიტანა ჰომოფობი ჩლუნგების დაუსჯელობამ - ინგა გრიგოლია

⭕ „ახლა ვითვალოთ გვამები - ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს“ - ბაია პატარაია

⭕ შსს-ს საგანგებო განცხადება