მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში მეტროსადგურ „ისანში" პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის ცემის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა.
მისი განცხადებით, თუ ნაცემი 17 წლის ბიჭი რამეს აშავებდა, პოლიციას კანონის მიხედვით უნდა ემოქმედა და არა ფიზიკური შეურაცხყოფით.
„ნახეთ, პატრულმა რომ სცემა ის ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი?!
გული მაქვს გახეთქილი! თუ არ გინახავთ, ვერ გირჩევთ ნახეთ -მეთქი, სპეციალურად არ ვაზიარებ, რომ უარესად არ დაგზაფროთ ...
აი, ასეთ ქვეყანაში არ მსურს ცხოვრება! არ მსურს, სადაც ასე სცემს შსს-ს თანამშრომელი მოქალაქეს!
რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა შშმ პირი იქნება თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა! კანონი იმისთვისაა, რომ კანონით აგებინო პასუხი და არა ასე!
არც ამ ნაძირალას არ უნდა ურტყა, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებს“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇