Digest Logo

„დარწმუნებულები ვიყავით, რომ მე არ დამემართებოდა... ესეც გაივლის“ - რა შეემთხვა ცნობილი პარლამენტარის ცოლს?

1643092831
მაკუნა გამცემლიძე და ბექა ოდიშარიას

ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის ბექა ოდიშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი და თვითონ კორონავირუსს ებრძვიან.

მისი თქმით, ინფიცირებულებთან კონტაქტი ხშირად ჰქონია, თუმცა კორონავირუსს გადაურჩა.

„ესეც ასე - „შენ კორონა არ გემართება!” მითი დაიმსხვრა.

2020 წელს, ჯერ კიდევ აუცრელები რომ ვიყავით, ჩემს შვილებს მარიამს და ლაშას დაემართათ კორონა, მათთან ერთად ვიყავი იზოლაციაში 2 კვირა. ერთად ვსადილობდით, ერთად გვეძინა, ყოველგვარი პირბადის გარეშე („მაინც დამემართება“ პრინციპით), არ გადამედო ამის მერე გავთამამდი და უამრავი ძალიან ახლო კონტაქტი ვიყავი. ისეთი კონტაქტები კორონას რომ აფრქვევდნენ. ყველას რომ ედებოდა მათგან ჩემს გარდა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემი სითამამის გამო სულ ვიტესტებოდი, რამე რომ არ გამომპაროდა, აცრამდე გავიკეთე ანტისხეულებზე ანალიზი, არ მქონდა გადატანილი. ავიცერი და გათამამება მერე გენახათ.

მართლა საოცარ სიტუაციებში გამოვძვერი. ბოლო კონტაქტი სალომე იყო, 48 საათი ერთად ვიყავით. მისი ბოთლით წყალი დავლიე. 4 ჩვენს მეგობარს გადაედო მისგან, რომლებიც ნაკლებ კონტაქტში იყვნენ მასთან, მე რა თქმა უნდა სახლში, იზოლაციაში, პირბადით გამოკეტილი ვიყავი ….

გავიდა იზოლაციის ვადა ისევ უარყოფითი ტესტის პასუხით, მაგრამ ახალი ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანთან კონტაქტით შევბრუნდი იზოლაციაში, რა თქმა უნდა ყველა დარწმუნებული იყო, რომ მე არ გადამედებოდა.

ხო და კონტაქტიდან მესამე დღეს, ჯერ მანანიკოს და მერე მე, 38 სიცხე და ა.შ

ვერ ვიტყოდი, რომ მარტივია, მაგრამ „ესეც გაივლის”. არც ისე სახარბიელოდ დამეწყო 2022, ჯერ ზუკას, ნინას, მარიამს, ჯაბას, ახლა მე და მანანას, მაგრამ ზუსტად ვიცი „კენწეროში გატკბილდების”.

ღვთის ნებაა ყველაფერი.

P.S. იყოს ეს სტატუსი მაინც, რომ გავიხსენო რა და როგორ იყო, თორემ ჩემი დაქვეითებული მეხსიერება, კორონას მერე შეიძლება სულ გაქრეს. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს მაკუნა გამცემლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„პოზიტივი მომივიდა პასუხი, გადავაკონტროლე და ახლა მომივიდა ნეგატივი, ვზივარ კოვიდ სასტუმროში ორი პასუხით“ - ვატო წერეთელი

🔵„მაინც ავადმყოფი იყო, კვდებოდა და კორონამ უფრო დააჩქარა მაგის სიკვდილიო“ - რას წერს ბასილ კობახიძე ეპისკოპოსის გარდაცვალებაზე

🔵„გაუჩერებლად ქვითინებს და ნანობს, რომ წამიერ ლტოლვას აჰყვა, პატრონი და თავი დაკარგა ამის გამო“ - რას წერს ლაშა ბუღაძე

🔵VIDEO: „რა გინდა? გეხვეწები, დასვენება მინდა“ - რატომ გაუბრაზდა ლელა წურწუმია მამულიჩას

🔵„უბრალოდ ვიკითხე, თქვენ რას ფიქრობთ -მეთქი და დაიწყო: ქალს შვილი, რომ მოუკვდება უნდა დაეტიოს თავის ადგილზე და დაიკიდოს როგორ გამოიყურება...“ - მაია ასათიანი

🔵„გარდაიცვალა... აღარ მყავს“ - ტრაგედია დომენიკ მანგოს ოჯახში