Digest Logo

„გუშინ საოცარი ამბავი შემემთხვა“ – რობერტ სტურუას მისტიკური „შეხვედრა“ გარდაცვლილ მამასთან

1627657198
რობერტ სტურუა

ხვალ რობერტ სტურუას დაბადების დღეა. რეჟისორი ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. რობერტ სტურუა ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისი მამის ნახატებთან არის დაკავშირებული.

„მ ა მ ი ს მ ო ლ ო ც ვ ა?
გუშინ საოცარი ამბავი შემემთხვა: ამბროლაურიდან მივდიოდით მესტიაში. სანდომიანმა, ლამაზმა ქართველმა ქალმა სასტუმროში მკითხა:
- ბატონო რობერტ, იცით რომ ამბროლაურის სახვით ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას მამათქვენის ოთხი ნამუშევარი ამშვენებს?
- სამწუხაროდ, არა…
ვუპასუხე და შემრცხვა, რომ არ ვიცოდი - არც გამიგია!
- ოთხი შესანიშნავი პორტრეტი უნდა ყველამ ნახოს!
ღამის ათი საათი იყო!
რა ვქნა, შევწუხდი, მუზეუმში დღეს ვეღარ მოვხდები, უკვე დაკეტეს, ხვალ კი დილით ადრე მივემგზავრებით - გზა გრძელი გველის:
ამბროლაური-ზუგდიდი-მესტია!
ქალი მიხვდა რამაც ამაღელვა და დამამშვიდა:
- ხვალ დილის ცხრა საათზე მუზეუმს გააღებენ! შეგიძლიათ მიხვიდეთ!
დილის ცხრა საათზე იქ ვიყავი!
ქართველი მხატვრების შესანიშნავი კოლექცია დამათვალიერებინა მუზეუმის არაჩვეულებრივმა, თუ არ ვცდები, დირექტორმა, მხატვარმა ბატონმა ბესომ.
მამაჩემის ნახატებიც მომეწონა:
სამი ჩემი ბიძაშვილის, ლილიკო ბოლქვაძის პორტრეტი და ერთი კი ჩემი დის!
და როცა დღეს ფოტოებს ვასწორებდი, უეცრად იდუმალმა, თითქმის მისტიკურმა ფიქრმა გამინათა გონება:
ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღეა და მამაჩემმა,
მხატვარმა რობერტ სტურუამ,
ხ მ ა მ ო მ ა წ ვ დ ი ნ ა!
მადლობა, რობერტ!
(ასე ვეძახდი და ვეძახი მშობელს!)
მადლობა!",- წერს რობერტ სტურუა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: ბევრი ნახატი, წიგნები და ყვავილები - დაათვალიერეთ ბაია დვალიშვილის სახლი

პოპულარული მომღერლის უცნობი ფოტოები – ნახეთ, როგორია დიანა ღურწკაია სათვალის გარეშე

„ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ" - ნახეთ, ზურაბ კახაბრიშვილის ემოციური ფოტო