საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.
„ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ! ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშა ბექაურის უმძიმეს ტრავმას მოჰყვა! ზურაბ კახაბრიშვილმა დადო პირობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად! ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა! ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე! მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!“, – წერს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია „ფეისბუკ“ გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მე მას ვაჩუქე სიცოცხლე, მან კი – მე" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც მშობიარობის დღეს კიბო დაუდგინდა
„რა გჭირთ მართლა, თქვე გაჭირვებულებო... ვეღარც ვბრაზდები რა...“