სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის დედის, ლანა ნიკოლეიშვილის პოსტს, სადაც ის წერდა, რომ მზადაა დაეხმაროს სტუდენტ გოგოს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩააბარა და საცხოვრებელი ბინისა და თავის რჩენის საშუალება არ აქვს, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
რამდენიმე წუთის წინ ლანამ ფეისბუკში დაწერა, რომ აღნიშნული პოსტის შემდეგ, მან ძალიან ბევრი შეტყობინება მიიღო, თანაც ერთმანეთზე მძიმე ისტორიებით.
ამიტომ, მან სხვებსაც შესთავაზა, გამოეჩინათ კეთილი ნება და დახმარებოდნენ ახალგაზრდებს, განათლების მიღებაში.
როგორც აღმოჩნდა, ლანას მიმდევრები გამოუჩნდნენ.
„მჯეროდა სადღაც მბჟუტავ ნაპერწკლად და ჰა... ასეთ სიკეთეს სწორედ მადლი და აღფრთოვანება.
გმადლობ ადამიანებო!“ - წერს ნიკოლეიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: