სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში „ვეძებ" ახალგაზრდა კაცი ცხოვრების საშინელ მომენტზე საუბრობს. ამბობს, რომ მას ის გოგო შეუყვარდა, რომელზეც ეჭვი აქვს, რომ თავისი დაა.
„იმდენად შემზარავია ამბავი, მთელი ცხოვრება დამენგრა. ორი წლის წინ შემიყვარდა ერთი გოგო. კარგი ურთიერთობა გვქონდა, ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ დაქორწინება. ქორწილამდე სამი დღით ადრე ვნახე სიზმარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადამედგა ეს ნაბიჯი, რადგან ის ჩემი და იყო. ვერ აღვწერ რა დამემართა, გავნადგურდი ყველანაირად. დედას დაველაპარაკე, არ მითქვამს ეს ყველაფერი, უბრალოდ ვკითხე, მყავდა თუ არა და ოდესმე და. კი, მეყოლა შენზე ორი წლით უმცროსი იქნებოდა, მაგრამ დაიღუპაო. მკვდარი ნახე-მეთქი და არა, თავად დამარხეს, მე ცუდად ვიყავიო. ამ ყველაფერს ვინმეს როგორ ვეტყვი, უბრალოდ დავშორდი, სიმართლეს ვერ ვეტყოდი. ასეთ ცოდვას როგორ ჩადიოდით, როგორ ყიდდით ბავშვებს. მე ხვალიდან მონასტერში მივდივარ. ერთადერთ გზას მაგაში ვხედავ. არავის გისურვებთ ასეთ რაიმეს”, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„42 წელია ჩემ შვილს ვეძებ, მკვდარ ჩვილში გადამიცვალეს...“ - მარიკა თავბერიძის ტრაგიკული ამბავი