გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან ოპოზიცური ძალების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აქცია გამართეს.
აქციაზე პოლიციამ აქტივისტების დასარბევად წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა.
დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები.
ყოფილი ჟურნალისტის, ალექსანდრე პაიკაძის თქმით, აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორიც დაშავდა.
როგორც პაიკაძე იხსენებს, ოპერატორს შუბლი გაუსკდა, წყლის ჭავლმა კი ის ძირს დაანარცხა, რა დროსაც მან კამერა დაკარგა.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ტელეკომპანია იმედი ამას იტყვის - წუხელ მათ ოპერატორს შუბლი გაუსკდა, ძირს აფორთხიალა წყლის ჭავლმა.
ოპერატორმა დაკარგა კამერა (ძაალიან ძვირადღირებული) და ასე ნახევარი საათის შემდეგ, იმ არეულობაში ძლივს ვიპოვნე ის ბიჭი და კამერა უკან დავუბრუნე.
ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ, ძალიან მომნატრებია ჩემი ძველი პროფესია))))
პ.ს. ყველა ტელეკომანიის, ყველა გადამღები ჯგუფი თავიდან ბოლომდე სველი გახლდათ,ზუსტად განათებაზე უშვებდნენ ჭავლს.
კამერით დგომამაც ვერ მიშველა, კაი ჩანჩქერი გადაგვატარეს“- წერს ალექსანდრე პაიკძე სოციალურ ქსელში.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს - იმნაძე წყლის ჭავლის გამოყენებაზე
აქციების შედეგებს 1 კვირის შემდეგ დავინახავთ - გამყრელიძე
ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია - გრიგოლია TV პირველის ოპერატორზე
მიდი, ქალი არა ხარ. გაბედე, ნუ გეშინია... ხომ ვიცი, რომ გინდა - ბაია დვალიშვილი თამარ ჟვანიას