Digest Logo

იმ მედპერსონალს რას უპირებთ, სამსახურში დროულად რომ უნდა მივიდეს, თან 300 ლარი აქვს ხელფასი და ყველას შავი ჯიპი არ ჰყავს! - კვიცარიძე

1628840158
ირმა კვიცარიძე

ინსბურკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

როგორც კვიცარიძე წერს, პანდემიის პირობებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები არც ერთი წამით არ დაკეტილა ავსტრიაში და პირიქით, ტრანსპორტი დაამატეს, რათა დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო:

„პანდემიის დაწყებიდან რამდენჯერმე აღვნიშნე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები არც ერთი წამით არ დაკეტილა ავსტრიაში! პირიქით, დაამატეს ტრანსპორტი, რომ დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო!

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი! მოარგეთ შეზღუდვები პანდემიის განუყოფელ ატრიბუტებს: დისტანცია, ნიღაბი და ჰიგიენა!

თუნდაც იმ მედპერსონალს რას უპირებთ, სამსახურში დროულად რომ უნდა მივიდეს ? თან 300 ლარი აქვს ხელფასი და ყველას შავი ჯიპი არ ჰყავს!” – წერს ექიმი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი მაქვს, არანაირი კოვიდის ნიშანი არ მქონია... პასუხების გაგებისთანავე დავრეკე ყველგან “ - კოვიდ ისტორია

„ბოლო საუბრისას მითხრა, როგორ ვნანობ, რომ არ დაგიჯერე და „სინოფარმით“ არ ავიცერიო“ - რას წერს კოვიდით გარდაცვლილი ცნობილი ოფთალმოლოგის შვილი

„არ აიცრა. ახლა ინტენსიურ განყოფილებაშია... იმედია გამოძვრება ჩემი მეგობარი“- გოგი გვახარია