Digest Logo

ინფორმაცია მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ვირუსის გადატანა ურჩევნია

1642488184
ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარდა.

მისი თქმით, ინფორმაცია საინტერესო უნდა იყოს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას და ვინც ომიკრონის შესახებაც ფიქრობს, რომ მსუბუქი ფორმაა და შესაბამისად არ ღირს ნერვიულობა.

„მწვავე რესპირატორული სინდრომის Coronavirus-2 (SARS-CoV-2) ინფექციის გადარჩენილებს ხშირად აღენიშნებათ ხანგრძლივი ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის ყურადღების, კონცენტრაციის, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის და მეხსიერების დაქვეითება.

ეს ხანგრძლივი COVID-ის კოგნიტიური სინდრომი იმეორებს ბევრ მახასიათებელს ,რომელიც კიბოს თერაპიასთან დაკავშირებული კოგნიტიური გაუფასურების სინდრომის (CRCI) ნიშნებიც არის.

ნეიროანთება, განსაკუთრებით მიკროგლიური რეაქტიულობა და, შესაბამისად, ჰიპოკამპის ნეიროგენეზისა და ოლიგოდენდროციტების უჯრედების დისრეგულაცია, ცენტრალურია CRCI-სთვის. მკვლევარებმა ივარაუდეს რომ შესაძლებელია მსგავსი მექანიზმები მუშაობს ნევროლოგიურ სიმპტომების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაკავშირებულია თუნდაც მსუბუქ SARS-CoV-2 რესპირატორულ ინფექციასთან“, - წერს წერეთელი.

მისი თქმით, მკვლევარებმა შეისწავლეს მსუბუქი რესპირატორული SARS-CoV-2 ინფექციით გამოწვეული ნეიროინთება – ნეიროინვაზიის გარეშე – და მისი ეფექტები ჰიპოკამპის ნეიროგენეზზე და ოლიგოდენდროგლიურ შტოზე.

„თაგვზე მსუბუქი რესპირატორული SARS-CoV-2 ინფექციის მოდელის გამოყენებით, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 ინტრანაზალური მიწოდებით, მათ აღმოაჩინეს თეთრი ნივთიერების შერჩევითი მიკროგლიური რეაქტიულობა, იმის მსგავსი რაც დაფიქსირებული CRCI-ში. შემდეგ ის შეადარეს იმ 9 ადამიანის ტვინის ქსოვილი რომლებსაც ჰქონდა COVID-19 ინფექცია, და აღმოაჩინეს თეთრი ნივთიერების შერჩევითი მიკროგლიური რეაქტიულობის იგივე ნიმუში.

თაგვებში, CSF-ის პრო-ანთებითი ციტოკინები/ქიმიოკინები მომატებული იყო ინფექციის შემდგომ სულ მცირე 7 კვირის განმავლობაში; ქიმიოკინებს შორის, რომლებიც აჩვენებენ მუდმივ მატებას, არის CCL11, რომელიც დაკავშირებულია ნეიროგენეზის და კოგნიტიური ფუნქციის დარღვევასთან. იმ ადამიანებში, რომლებიც განიცდიდნენ ხანგრძლივ Covid-ს კოგნიტიური სიმპტომებით (48 სუბიექტი) ასევე დაფიქსირდა CCL11-ის ამაღლებულ დონეს.

ჰიპოკამპის ნეიროგენეზის დარღვევა, ოლიგოდენდროციტების დაქვეითება და მიელინის დაკარგვა სუბკორტიკალურ თეთრ ნივთიერებაში გაგრძელდა მინიმუმ 7 კვირამდე, თაგვებში მსუბუქი რესპირატორული SARS-CoV-2 ინფექციის შემდეგ.

ერთად აღებული, კვლევის შედეგად წარმოდგენილი დასკვნები ასახავს გასაოცარ მსგავსებას ნეიროპათოფიზიოლოგიას შორის კიბოს თერაპიის შემდეგ და SARS-CoV-2 ინფექციის შემდეგ, და ასახავს უჯრედულ დეფიციტს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ხანგრძლივ ნევროლოგიურ სიმპტომებს თუნდაც მსუბუქი SARS-CoV-2 ინფექციის შემდეგ!!!.

ასე რომ - მსუბუქმა რესპირატორულმა SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალგვარი უჯრედული დისრეგულაცია და მიელინის დაკარგვა თავის ტვინში!“, - წერს ზაზა წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ცოლს შეურიგდა...“ - შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები

🔵VIDEO: „ამის შემდეგაც ვიღაც მოვა და გეტყვის, რომ ქართველობა განისაზღვრება გვარით, სისხლით, თესლით, ღვთისმსახურების წესით და ათასი უბედურებით...“

🔵„ის აქ არის, არსად წასულა...“ - ვისზე წერს ვახო სანაია

🔵„საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“ - გიორგი ფხაკაძე

🔵VIDEO: სალომე ჭაჭუას და ჯორდან კონროის ცეცხლოვანმა ცეკვამ საზოგადოება აალაპარაკა - ნახეთ კადრები