Digest Logo

🎥 VIDEO: „ამის შემდეგაც ვიღაც მოვა და გეტყვის, რომ ქართველობა განისაზღვრება გვარით, სისხლით, თესლით, ღვთისმსახურების წესით და ათასი უბედურებით...“

1642424668
ვიქტორ საანეების დაკრძალვა

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკზე ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის გარდაცვალებასა და მისი დაკრძალვის კადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ უკანასკნელ გზაზე მას ქართული სიმღერით „სხვა საქართველო სად არის“ გააცილეს.

„გავრცელდა ვიქტორ სანეევის, ავსტრალიაში დაკრძალვის ცერემონიალის კადრები. ამის შემდეგაც ვიღაც მოვა და გეტყვის, რომ ქართველობა განისაზღვრება გვარით, სისხლით, თესლით, ღვთისმსახურების წესით და ათასი უბედურებით, რაც მან შენზე უკეთ იცის.

ამ კაცის მშობლები იყვნენ წარმოშობით კაზაკები, წვეთი სისხლის არ აქვს ქართველის, რამდენადაც მე ვიცი.

ეს კაცი ავსტრალიაში, ქვეყნიერების დასასრულში, სიკვდილის შემდეგაც დარდობს „სხვა საქართველო სად არის".

კაცი - ლეგენდა, უსამშობლო, რომელსაც ყველა მიიღებდა. თვითონაც ყველას მიღება შეეძლო, პრინციპში, მაგრამ, ანდერძით მაინც ამას ითხოვს, რაც კადრებში ჩანს.

მეორეს მხრივ კი: ქართველი უბრალო ემიგრანტების ორი კატეგორიაა: I უცხო ქვეყნის პასპორტი ააქნევინე და ისე იბღვირება, გეგონება, იმ „ახალი" სახელმწიფოს ღირსებებში მაინც მიუძღვის რამე წვლილი და II იმდენად დაჩლუნგებულია, რომ „მიწასა შასჭამს ძმაო და ქართველოობიზა“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ის აქ არის, არსად წასულა...“ - ვისზე წერს ვახო სანაია

🔵„საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“ - გიორგი ფხაკაძე

🔵VIDEO: სალომე ჭაჭუას და ჯორდან კონროის ცეცხლოვანმა ცეკვამ საზოგადოება აალაპარაკა - ნახეთ კადრები

🔵„მე ვარ ამ ბავშვის „რეგვენი” მშობელი...“ - ელენე ცინდელიანის პირველი კომენტარი

🔵„ონლაინ რეჟიმი აირჩიონ მშობლებმა, რომელთა შვილებიც აუცრელები და რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„ჩემი სიკეთე და ანგელოზი დავკარგე“ - ხატია დეკანოიძის ემოციური დამშვიდობება მამასთან

🔵„პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე... მათი ყურადღება მივიქციე, დამირეკეს და მითხრეს... “ - დემნა გვასალია პირველ სამსახურზე