ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ტელეწამყვან ეკა კვესიტაძეს პროფესიულ რჩევას აძლევს და სთხოვს მიმართვის ფორმა ბატონთან კნინობითი სახელი არ გამოიყენოს.
„ქალბატონო ეკა! {ეს გეხებათ არამხოლოდ თქვენ!} როდესაც რესპონდენტს „თქვენობით“ ესაუბრებით და „ბატონოთი“ მიმართავთ {ვთქვათ, ეს კაცი არის ექიმი ვახტანგ კალოიანი}, მაშინ უნდა მიმართოთ ასე : „ბატონო ვახტანგ!“ და არავითარ შემთხვევაში - „ბატონო ვახო!“; თუ ის თქვენთვის უბრალოდ და შინაურულად „ვახოა“, მაშინ სიტყვა „ბატონოს“ ნუ „შეაწუხებთ“.
„თუ დამიჯერებთ თქვენცა და თქვენი სხვა კოლეგებიც, მეც მადლობელი დაგრჩებით და თქვენც უკეთესი წამყვანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით {უფრო ადვილად გასაგები რომ გახდეს, წარმოიდგინეთ, მოგმართონ ასე: „ქალბატონო ეკუნა!“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ნახევარ თბილისს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
VIDEO: „ასე სად დაგაჭირეთ ფეხი, ასეთ კუდზე, რომ ასე ასისინდით და ასვავდით ყველა“ - მეუფე ანტონი