Digest Logo

კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ 19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი... - ჯგერენაია

1606719707
ინდირა ჯგერნაია მომღერალი

მომღერალი, ინდირა ჯგერენაია, კორონავირუსის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას აშინებენ.

აგრეთვე, ჯგერენაია ფიქრობს, რომ ვირუსი თავისმა ოჯახმა ჯერ კიდევ მაშინ გადაიტანა, როდესაც პანდემია ჩინეთში მძვინვარებდა.

„კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ 19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი, უნდა მეთქვა. მჯერა და ვიცი, რომ არსებობს, დაუდასტურდა რამდენიმე ჩემს ნაცნობს, მაგრამ რა მერე?

ადამიანები ჩვეულებრივ უსიმპტომოდ გრძნობენ თავს, დაღლილები არიან უბრალოდ თეთრხალათიანებით, რომლებიც ფსიქოლოგიურად ცდილობენ, დაამუშაონ საწყალი ხალხი.

სად იყავით, ხალხო, პანიკაში, მე რომ იანვარში გვერდები მტკიოდა, სიცხით ვიწვებოდი, არც ყნოსვა მქონდა და არც გემო.

ჩემი შვილი ორივე ახალი წელი საავადმყოფოში მშრალი ხველითა და 40 ტემპერატურით მოხვდა. ზუსტად ორ კვირაში დედაჩემი იგივე სიმპტომებით. ეს სწორედ ის პერიოდია, საზღვრები რომ ღია იყო და ჩინეთში რომ მძვინვარებდა.

ვინ მეტყვის ან ვინ გამოგვიკვლევს, რომ არ გადავიტანეთ?

ჩემს ნაცნობებს, ვისაც კარანტინში ვესაუბრები, ერთ ტაბლეტ წამალსაც არ ასმევენ იმიტომ, რომ არიან უსიმპტომოები!

დასკვნა: კორონა არ კლავს, თუ ხარ ჯანმრთელი და თუკი სხვა დაავადება აქვს ადამიანს, თავადვე უნდა გაფრთხილდეს. ხომ გინდოდათ, რომ გვესწავლა კორონასთან ცხოვრება? ჰოდა, ვისწავლეთ. ის დაჯდეს სახლში, ვისი იმუნიტეტიც სუსტია და მართლა ძალიანაც ნუ მოგინდებათ ამ ხალხის დაჩლუნგება.

შევწუხდით, მოგვბეზრდა, გვაცადეთ ნორმალური ცხოვრება!

ჩემმა საკუთარმა დამ შვედეთში კორონიან ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში იმუშავა. მეც ვიყავი გარკვეული პერიოდი პანიკაში, სანამ გავერკვეოდი ბევრ რამეში. შვედეთმა არც თავიდან არ დაკეტა, არც კი შეიმჩნია ეს ვირუსი. მართლა სად ვცხოვრობთ, ხალხო, რატო ხართ ჩუმად?

დეგრადიულები ავტომატურად მიიბლოკებით, თქვენი განათლების ნერვი არ მაქვს!“ – წერს მომღერალი.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ გამოიყურებოდნენ წლების წინ, ნროსდიინი ბადურაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი - ფოტო

პირადად სააკაშვილმა გაყიდა უდაბნო და ჩიჩხიტური - კაკაბაძე

გარდაცვლილი მედიკოსების სტატისტიკას გადავხედე და გამახსენდა ეს ამბავი