ფეისბუკ მომხმარებელი, ნია ბეზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გარკვეული ჯგუფები განსხვავებული გარეგნობისა თუ ჩაცმულობის ადამიანებზე ზეწოლას ახდენენ.
მისი თქმით, კაცებმა არასრულწლოვანი „სადგურის მოედანზე“ ჩაიყვანეს და „საქმის გარჩევა“ დაუწყეს.
„იმ ხალხის გასაგონად ვინც კიდევ ამბობს, რომ ამ ქართველ პატრიოტთა აქცია რაღაცნაირად გასასამართლებელია.
სამსახურიდან მოვდივარ ზუსტად 20 წუთის წინანდელი ამბავია.
მეტროში ვარ და მეტროში ამოდის 5 ღიპიანი, ქართველი მამაკაცი და საუბრობენ ძალიან ხმამაღლა რამდენიმე დღის წინ დატრიალებულ ამბებზე. ძალიან უხარიათ რომ მათი წყალობით მე და თქვენ ქართველობას ვინარჩუნებთ.
ამოდის ნაძალადევის გაჩერებაზე ბიჭი, მერე როგორც გავარკვიე იყო 16 წლის.
აცვია ჩვეულებრივად და აქვს რამდენიმე პირსინგი წარბზე და ყურზე.
გავიდა რამდენიმე წუთი და შემდეგ სადგურზე ეს ბიჭი ამ კაცებმა სულ ჩახუტებულ ხელ-გადახვეული ჩაიყვანეს სადგურის მოედანზე.
არ ვიცი მე რა უნდა მექნა, მაგრამ ჩავყევი.
დავინახე ეს ბიჭი როგორ მიჰყავთ ასე ჩახუტებული და საქმეს ურჩევენ ტკბილ ტკბილად. შემეშინდა და მივვარდი. ვითომ ჩემი მეგობარი იყო და ველოდებოდი. ერთ ერთი კაცი გამოიწია და მეუბნება ნუ დარდობ უნდა ველაპარაკოთ და საღამოთი დაგირეკავს-ო.
რას ნიშნავს ელაპარაკოთ და დამირეკავს? ამ ბიჭს სახეზე არც ფერი ედო თან აშკარად არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
მივედი მოვკიდე ხელი და ძალიან გვეჩქარება-თქო და არ ვიცი როგორ მაგრამ გამოვგლიჯე.
ეს კაცებიც წამოგვყვნენ, ცოტა ხანი გველოდებოდნენ სანამ მეტროში ჩავსხდებოდით, შემდეგ კი რომ დაინახეს რომ არ მივდიოდით, წავიდნენ.
როცა ცალკე დარჩა ვკითხე რა გითხრეს-თქო და ვიღაც თავის ძმაკაცთან მიჰყავდათ სალაპარაკოდ. ბიჭი აკანკალებული იყო,“ - წერს ფეისბუკ მომხმარებელი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„მე ვარ ბნელი იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ, ვტოვებ თიკა ბალანჩინს და ჯგუფ ნიუ ვანს!“ - ლევან შარაშიძე
თუ არც „გეი პარადი“ გინდათ და არც „შავმაისურიანები“, მაშინ ეს პოსტი უნდა წაიკითხოთ