Digest Logo

„ღამურას ჯოჯოხეთში... ტვინი და გონება გათიშული იყო, სიზმრები კოშმარი...“ - როგორ გადაიტანა არქიმანდრიტ ანთიმოზმა კორონავირუსი

1625668370
მღვდელი

თამაზ ბიჩინაშვილი, იგივე არქიმანდრიტი ანთიმოზი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღწერს თუ როგორ „გადაურჩა“ კორონავირუსისგან გამოწვეულ საფრთხეებს.

„12 დღე ''კორონა''-ღამურას ჯოჯოხეთში. ერთი წელი მონასტრის სენაკიდან თითქმის არ გავდიოდი, მაინც ვერ გადავურჩი. გულში ლოცვა მქონდა-იესოს მოკლე ლოცვა, რომელიც დავკარგე. ლოცვის თქმას, რომ დავაპირებდი უზარმაზარი წინააღმდეგობა მხვდებოდა, ტვინი და გონება გათიშული იყო, სიზმრები კოშმარი, ერთ რაღაცას ამოიჩემებდა და ასჯერ ატრიალებდა. აშკარად დავრწმუნდი: ეს არის ხელოვნური ვირუსი. მეგონა თავს ვერ დავაღწევდი და მადლობა ლევან რატიანის კლინიკას! მადლობა ჩემ პირად ექიმს, ქალბატონ ხათუნა ლეჟავას, რომელიც ეპისკოპოსის და ჩემი ძველი მეგობრის მეუფე ექვთიმეს ძმისშვილი აღმოჩნდა. კლინიკაში იყო საოცარი სისუფთავე, სამჯერ კვება, რომელსაც კარგი ხელი ეტყობოდა. გონება ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება. მგონი, გადავრჩი“,- წერს თამაზ ბიჩინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ტაბურეტკით“ გავდივარ რუსთაველზე, სრულიად მარტო“ - თამაზ ბიჩინაშვილი

შესაძლოა, კორონავირუსის 22 ახალი მუტაციური შტამი წარმოიქმნას

კლინიკა „იმედიდან“ 2 ექიმი გაათავისუფლეს - რას აცხადებს „დაიჯესტთან“ კლინიკის დირექტორი