Digest Logo

კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს... – ჩიხლაძე გვარამიას პასუხობს

1604047008
ჩიხლაძე, გვარამია

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმაურება .

„დაიჯესტი“ ირაკლი ჩიხლაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს, ამ მძიმე კონტექსტშიც იმედზე ბოდავს და ისევ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს, იქეთ დისკრედიტებული და ჯამბაზი ... ქრონიკას ეს უმძიმესი ამბავი არ გადაუღია!!! ჩვენ ადამიანები ვართ და არა მთავარი მავნებლები მისგან განსხვავებით ...“,- დაწერა ირაკლი ჩიხლაძემ სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, წუხელ გვიან ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქციიდან დასავლეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 ადამიანი დაშავდა.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ადამიანები გარდაიცვალნენ, რა დროს ნაცი და ქოცია ხალხნო - ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა

დიდი გლოვაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - გვარამია უმძიმეს ავარიაზე

ცნობილია, 6 ადამიანის ვინაობა, რომლებიც გორთან ავარიისას გარდაიცვალა