ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციები გარადუავალი იყო. მისი აზრით როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღავრზეა ადამიანებს ვირუსი ვეღარ აშინებთ.
„ეპიდემიის პირობებში მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ
1. არათუ მიტინგები და დემონსტრაციები, არჩევნებიც რომ არ ყოფილიყო საერთოდ, დეკემებერში მაინც ის მოხდებოდა, რაც მოხდება. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილს და მთავრობას არც არასოდეს ჰქონია ამ ეპიდემიის მართვის არაპოლიტიზებული, ხალხის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე გათვლილი გეგმა.
2. „ოცნების“ ყველაზე უსინდისო მომხრეებიც კი უკვე აღარ დაობენ პირველ პუნქტზე. დაობენ მხოლოდ ერთ რამეს: თუ იცით, რომ ისედაც მძიმე კვირეები და თვეები გველის, რატომ არ გაჩერდებით სახლში.
ვპასუხობ: იმიტომ, რომ ამ ხალხს აქვს შეგრძნება - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა - ყველას იპოვის. იპოვის რაღაც ფორმით: კორონათი, სიღარიბით, კრიმინალით, დეპრესიით.
„ოცნების“ ყველაზე უსინდისო მომხრემაც იცის, რომ თუ დაინფიცირდება, დიდი რისკის ქვეშ დგას. და ამ რისკთან შედარებით მიტინგზე დგომა ყველა უკვე უმნიშვნელო რისკად გამოიყურება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საშინელი ეკონომიკური კრიზისის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ ჯერ.
3. არ არსებობს ეპიდემიის ადეკვატური მართვა ხალხისა და ხელისუფლების შეთანხმების გარეშე. მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არჩეულ ხელისუფლებას ექნებოდა ამ თანხმობის გამომხატველი მანდატი. ეს წაგვართვეს, ეს მოიპარეს.
ამიტომ ყველაფერზე - გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში - პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომიისის შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
ოპოზიციური პარტიები შედგებს აპროტეტსებენ, ისინი ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და რიგგარეშე აჩვენების ჩატარებას ითხოვენ.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
1 უბნიდან გამრაქლი 185 ბიულეტინი და სხვა არასწორად შევსებული ოქმები
არჩევნების შედეგებს მარტივი სამართლებრივი მანიპულაციები გადაწყვეტს - ნიკოლაძე