Digest Logo

ხალხო ტყუილად არაფერი დალიოთ - თიკა ფაცაციამ კორონავირუსი დაამარცხა

1603471172
თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ მან ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოჰყვა.

„გავიდა გარკვეული პერიოდი და მე ვარ მზად, ვილაპარაკო ხმამაღლა, რომ სახლში დავამარცხე კორონავირუსი, დღეს არის ბოლო დღე, როდესაც ვზივარ და გამყავს დრო. ხვალიდან შევუერთდები ჩემს ოჯახის წევრებს.

კორონავირუსით ინფიცირებულ ნოდიკო ტატიშვილს და კახა მიქიაშვილს, როდესაც ვესაუბრებოდი ვმშვიდდებოდი, ერთმანეთს ვამხნევებდით“- ჰყვება თიკა ფაცაცია, ვიდეო მიმართვაში.

როგორც ფაცაცია, ჰყვება მისი სტუმრისგან გადაედო კორონავირუსი, რომლეთანაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

„გადამედო ჩემი სტუმრისგან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. ჩემთვის მეთერთმეტე დღე არის დღეს, ოჯახის წევრებს არ აქვთ ვირუსი.

ყველას აინტერესებს რა პირობებში გადამედო. ერთად ვიყავით გარდერობში და სამოსი, რომელსაც მე ვეღარ ვიყენებ, მინდოდა მას ჰქონოდა, რადგან მე მოვსუქდი. ვიცვლიდით ამ ტანსაცმელს და როგორც ჩანს ამ დროს გადმომედო, მას მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები, 4-5 დღეში მეც გამომივლინდა.

თავიდან მე დამეწყო ძლიერი ტავის ტკივილით. თითქმის მთელი დღე არ გამიყუჩდა, დილით გავიღვიძე სიცხიანმა. გავიკეთე პირველი ტესტირება, არ ვენდე და მეორე ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა“- ჰყვება თიკა ფაცაცია.

თიკა ფაცაციას თქმით, მის ახლობლებს კორონავირუსი არ აქვს.

„ყველა გადარჩა ვინც ჩემთან იყო კონტაქტში. ვიდრე სიცხიანი გავიღვიძებდი, იმ ღამეს სიყვარულის შემოტევა დამემართა და ოჯახის წევრები კოცნებით გავავსე. ამდენი ჩემი შვილებისთვის და მეუღლისთვის არ მიკოცნია, რა მეტაკა არ ვიცი.

იმუნიტეტი თუ გაქვთ კარგი ნუ გეშინიათ. მე იმ მომენტში დამიქვეითდა იმუნიტეტი და მაშინ მომერია. ასევე დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. არ მინდოდა ამის აფიშირება, იმიტომ რომ მეც შეშინებული ვიყავი.

ძალიან მალე ვიღლები. როცა მინდა წავიმღერო სუნთქვა მივარდება. ზურგი არ მტკიოდა, ყნოსვა და გემოც დამეკარგა, ახლაც ვერ ვგრძნობ სრულყოფილად. რაც შეეხება შებრუნებას, უნდა ვიცოდეთ გამოგვიმუშავდა თუ არა ანტისხეულები. ასე თუ მოხდა, გარკვეული პერიოდი დასვენებულები ვიქნებით.

სისხლის ანალიზი გავიკეთე ვირუსის დროს, რადგან სუსტი სისხლძარღვები მაქვს, რადგან ანალიზი დადებითი იყო, არანაირი წამალი არ დამილევია. ხალხო ტყუილად არაფერი დალიოთ, იმიტომ რომ პროფილაქტიკისთვის მიღებული წამალი არ არის სასარგებლო. ძალიან ბევრს დავდიოდი.

შეგიძლიათ ტელეფონზე ისაუბროთ და თან იაროთ. ლიმნიან წყალს ვსვამ ძალიან ბევრს. თუკი ბოლო 2-3 დღის მანძილზე სიმპტომი არ გაქვთ გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი და შეუძლია ტესტის გარეშე დატოვოს ტერიტორია.

მწეველებს რაც შეეხება, ერთი წელია არ გავკარებივარ თამბაქოს და ეს ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია” – განაცხადა თიკა ფაცაციამ.

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

სილურჯე ტუჩების ირგვლივ, ქოშინი... - კულუმბეგოვი კორონავირუსის საგანგაშო ნიშნებზე

კოვიდდადებითები - ქართველი ცნობილები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ