Digest Logo

„გახრწნილების, ფაშისტების წამებას, ახალგაზრდების ხოცვას, ოჯახების განადგურებას აი, ამას თუ აპატიებს ქართველი, მერე დაიწყეთ შერიგებაზე საუბარი“ - დათო ოქიტაშვილი

1640501541
დათო ოქიტაშვილი

„ვიკავებდი თავს, არ მინდოდა რამე დამეწერა, მაგრამ ამოხვედით ყელში. რეფერენდუმი ჩაატარეთ და ჰკითხეთ აზრი ქართველ ხალხს  და მერე ისაუბრეთ მათი სახელით“, - ასე გამოეხმაურა კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში „ეროვნული თანხმობის” საკითხს.

„ვისთან აგუებთ ქართველ ხალხს შერიგებას?

ვიკავებდი თავს არ მინდოდა რამე დამეწერა, მაგრამ ამოხვედით ყელში რეფერენდუმი ჩაატარეთ და ჰკითხეთ აზრი ქართველ ხალხს და მერე ისაუბრეთ მათი სახელით, მერე.

ხალხს, რომელმაც გაუძლო ამ გახრწნილების, ამ ფაშისტების წამებას, ახალგაზრდების ხოცვას, ოჯახების განადგურებას, აი, ამას თუ აპატიებს ქართველი (რაც არ მგონია), მერე დაიწყეთ შერიგებაზე საუბარი.

ჯალათებს, მკვლელებს, თავისი ქვეყნის მიწების გამყიდველებს, არავინ დედამიწის ზურგზე არ ურიგდება.

პირიქით, კანონის წინაშე ყველას აგებინებენ პასუხს.

ნუ თამაშობთ ქართველი ხალხის ნერვებზე.

ჯერ მათ უნდა ჰკითხოთ“, - წერს დათო ოქიტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მათ ელდანაცემ, ნირწამხდარ სახეებზე იკითხება, რომ კარგად იციან, როგორც ფეხებზე გამობმული წისქვილის დოლაბები, ისე მიითრევს სააკაშვილი“ - იუნა შაფათავა

სანდრა რულოვსი შობის დღესასწაულზე ყოფილ მამამთილს ესტუმრა

26 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში