Digest Logo

„მათ ელდანაცემ, ნირწამხდარ სახეებზე იკითხება, რომ კარგად იციან, როგორც ფეხებზე გამობმული წისქვილის დოლაბები, ისე მიითრევს სააკაშვილი“ - იუნა შაფათავა

1640501051
იუნა შაფათავა მსახიობი

„რა მაგარი კომენტარია, ნახეთ“ - ამ სათაურით, პოსტს მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ავრცელებს და პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საჯაროდ წერს.

„რა მაგარი კომენტარია, ნახეთ: „ცივი დეკემბრის მიწურული... უზარმაზარი კარავი... ჭრელ ლეიბებზე წამოწოლილი ქალები და კაცები მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული მიხეილ სააკაშვილის წიგნებით ხელში.

ანტისანიტარიული მარაზმი მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის დროს, ქალობისა და მამაკაცობის სრული იგნორირება.

აპოკალიფსი, ტვინის გარდაცვალება... სახის ნაკვთებისა და კიდურების უნებლიე მოძრაობები შემორჩენილი რეფლექსებით.

ნიკანორ მელიას თვალებში ჩამდგარი ცხოველური შიში, რომ პასუხი მოეთხოვება... მისი აბდაუბდა ლაპარაკი, ლოგორეა.

თავიათი ბელადიანად ამ სულით უბადრუკ და ფიზიკურად ლაჩარ ვითომ ლიდერებს ხომ არც გამარჯვება შეუძლიათ და არც დამარცხება, ისინი ბოლოს ერთმანეთს ჭამენ. ეს არის ბოროტმოქმედთა ბანდის კოდექსი, მატრიცა.
იმ კარავში თუ სეფაში წამოწოლილ მოტყუებულ ან 100-100 ლარის მომლოდინე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი რამ ბოლოს გაიანას ჯუნგლებში მოხდა. ამერიკელმა ჯიმ ჯოინსმა ჩამოაყალიბა სექტა „ადამიანთა ტაძარი" მასში გაერთიანებულები ამ სალახანას ღმერთად თვლიდნენ.

ამ ადამიანების ბედზე აღარაფერს დავწერ, არ მინდა შეგაშინოთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ იმ ჯუნგლებიდან, სადაც ამ მქადაგებელმა გაიყვანა, ისინი უკან აღარ დაბრუნებულან.

წადით ჩემო კარგებო სახლებში, თქვენს ახლობლებთან გაათენეთ ახალი წელი და ქრისტეშობა.

რაც შეეხება ლიდერებს, მათ ელდანაცემ, ნირწამხდარ სახეებზე იკითხება, რომ კარგად იციან, როგორც ფეხებზე გამობმული წისქვილის დოლაბები, ისე მიითრევს სააკაშვილი ფსკერისკენ და ღამის კოშმარებში ხედავენ იმ სცენებს თვითონ როგორ ჩაძირეს ადამიანები ზღვაში, დახოცეს ქუჩებში. ყველაზე ხელიდან წასულ ნაძირალა მკვლელსაც კი ეცხადება და ტანჯავს მოკლულის აჩრდილი”.

ქალის დაწერილია. სახელს არ ვწერ და ჩვენი პრეზიდენტი ამ სექტასთან „შერიგების” პროცესშია, მაშინ, როცა ტირანის უსამართლოდ დაპატიმრებულები მეორე ათეულ წელს ითვლიან ციხეებში, მათ მიერ მოკლულ-ნაწამები ხალხის იარები ჯერ არ დაცხრა და თვითონ სისხლის მსმელის დასი და „ბელადი” თავისუფლებას ითხოვენ, უარესი ჯალათობის სუნით მთვრალები…

გამაღვიძეთ ვინმემ, ეს საქართველოს 2021 წელი იწურება. ასტვაწ, ეს ინჩა კატარვუმ“, - წერს იუნა შაფათავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

სანდრა რულოვსი შობის დღესასწაულზე ყოფილ მამამთილს ესტუმრა

26 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის