Digest Logo

„ხვალ ბატონი თემურის საფლავზე მივდივარ და იქნებ ერთი პატარა გვირგვინი გამიკეთოთ -მეთქი“ - რას ჰყვება ლიგა მუშკუდიანი

1645642184
ქეთევან წიკლაური

ემიგრანტი ლიდია მუშკუდიანი, რომელიც წლებია ემიგრაციაშია მომღერალ თემურ წიკლაურთან დაკავშირებით ემოციურ წერილს ავრცელებს და რუსთავში მომხდარ ამბავზე საჯაროდ წერს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ თემურ წიკლაურთან ერთად რუსთავში „სტამბოლის ბაზრობასთან“ ყვავილების საყიდლად წავიდნენ, სადაც ერთმა გამყიდველმა თემურს მოკრძალებით ჰოლანდიური ვარდები აჩუქა.

„ეს რუსთავში მცხოვრები ბატონი ვოვა შუბითიძეა, რომელიც „სტამბოლის ბაზრობასთან" ყვავილებს ყიდის.

ორიოდე წლის წინ ბატონი თემურ წიკლაური მეწვია რუსთავში და ყვავილების საყიდლად მე 12 მიკრორაიონში ჩავედით. როგორც კი მანქანიდან გადმოვედით უამრავი ხალხი შემოგვეხვია. ზოგი ეფერებოდა, ზოგი სურათის გადაღებას სთხოვდა ზოგი გაოცებული უყურებდა ეს ღმერთკაცი რომ რუსთავში დაინახეს.

უცებ ხალხს ეს არაჩვეულებრივი კაცი გამოეყო და მოკრძალებით სთხოვა.

„ბატონო თემურ თუ მიკადრებთ მე მინდა ეს ჰოლანდიური ვარდები გაჩუქოთო“.

ბევრი იუარა ბატონმა თემურმა, მაგრამ ვერაფერს გახდა და იძულებული იყო გამოერთმია. ბატონი ვოვა უბედნიერესი დავტოვეთ იმ დღეს.

მანქანაში ჩავსხედით თუ არა ბატონი თემური გამეხუმრა:

- ასე უნდა იარო ჩემს გვერდით ყოველთვის და ადვილად იცხოვრებო, თუმცა მივხვდი როგორ აუკანკალდა ხმა,ცრემლიც ჩამოუგორდა და მითხრა: როდესაც ასეთი კეთილი ადამიანები არსებობენ ქვეყანაზე, საქართველოს გადაშენება არ უწერიაო... 20 ლარის გულისთვის მთელი დღე ქუჩაში დგას და იყინება და ეს რა გააკეთა ვერ ვინელებო.

შარშან ისევ ვეწვიე ამ არაჩვეულებრივ ადამიანს და ვთხოვე...

- ხვალ ბატონი თემურის საფლავზე მივდივარ და იქნებ ერთი პატარა გვირგვინი გამიკეთოთ -მეთქი. გაგიკეთებ იმ შემთხვევაში თუ ფულს არ გადამიხდითო. გავუძალიანდი.. არც კი გამიბედოთ, თორემ სხვაგან ვიყიდი -მეთქი. დამთანხმდა. მეორე დღეს მივაკითხე...გვირგვინი გამზადებული დამახვედრა, თუმცა მთხოვა და დამაფიცა მხოლოდ ნახევარი ფასი გადამიხადეო.

ვერაფერს გავხდი.მერე მიტრიალდა ულამაზესი ვარდების თაიგული გამომიტანა და ეს ჩემგან წაუღეთ ბატონ თემურსო.

ყელში ბურთი მომებჯინა და კინაღამ დამახრჩო...ღრიალი მინდოდა...არც კი ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ისეთი თვალებით შემომხედა წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. ბატონი თემურის სიტყვები გამახსენდა...

„როდესაც ასეთი გულიანი, თბილი, ტკბილი, უპატიოსნესი ადამიანები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერიაო".

მადლობის თქმა კი დამაგვიანდა, მაგრამ ახლა გეტყვით სახალხოდ ჩემო კარგო ადამიანო! დიდი მადლობა ბატონო ვოვა! დიდი მადლობა რომ არსებობთ ამ ქვეყანაზე! დიდი მადლობა რომ ჩემი თანამოქალაქე გქვიათ და დიდი მადლობა, რომ ჩემი მეგობარი გქვიათ! მადლობა ჩემი და ბატონი თემურ წიკლაურის სახელით.მე თქვენ მიყვარხართ და ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით.

პ.ს.რუსთაველებო აუცილებლად უნდა იცნობდეთ და უნდა ვიამაყოთ ამ უპატიოსნესი ადამიანის არსებობით ჩვენს ქალაქში“, - წერს ლიგა მუშკუდიანი.


ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

🔵„ჩავიფიქრე, მჯეროდა, მოვინდომე, მივაღწიე“ - რა ფოტოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🔵„ერთი დაზიანებული რუსი სპორტსმენი და 30 კილომეტრში მდგარი ტანკების ლულა, თითოეული ჩვენგანის შუბლს დაუმიზნებს!“ - ლალი მოროშკინა

🔵„თავის დროზე რომ დაეტოვებინათ ქვეყანა, უცხოეთში ეცხოვრათ და თავისი მეცნიერული მოღვაწეობა იქ გაეგრძელებინათ, ვიამაყებდით“ - დინა მირცხულავა

🔵„უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს მარტოხელა დედობა. როცა არ გაქვს საბუთები, უნდა გადარჩე უცხო ქვეყანაში და შვილს ვერავის უტოვებ“ - იუნა შაფათავა (ფოტო)