სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა ახვლედიანი საკუთარი დის გარდაცვალებაზე ემოციურ წერილს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქეთინო ახვლედიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.
„დიდოსტატის მარჯვენას ვკითხულობდი. რაღაც უნდა დამეწერა ქართულის წრისთვის. მახსოვს, ვფიქრობდი, ნეტა როგორი იყო შორენა. ჩემს წინ იჯდა და რაღაცას აკეთებდა. უნებურად გავხედე. დავაკვირდი... იმ მომენტში აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად სრულყოფილი სილამაზის და მყავდა... მერე მალე გათხოვდა... ხვალ უნდა დავმარხო. ელვარე და მწვანე თვალებიანი გოგო. „ზმეიკიან ცელოფანში შეფუთული" უნდა დავმარხო... Გესმით?! წიწილასავით დაგუდა... დაახრჩო... ვერ ვუშველეთ... დავიღუპეეეეე...", - წერს მანანა ახვლედიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇