ტელეკომპანია „იმედის" დილის გადაცემის წამყვანი, ნათია ორველაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდით გარდაცვლილი მოძღვრის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს აკრიტიკებს.
„გუშინ გარდაიცვალა მამა აკაკი, ანჩისხატის მოძღვარი. ეს ადამიანი ვნახე ერთადერთხელ და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. თავად ღვიძლი ჰქონდა გადანერგილი და ჩავწერე სიუჟეტისთვის ტრანსპლანტაციის თემაზე. კონკრეტულად გვამურ დონაციაზე. სიუჟეტი მისი სიტყვებით დავასრულე: ერთადერთი სიკეთე რომელიც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს გარდაცვალების შემდეგ, არის საკუთარი ორგანოს დატოვება მისთვის, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება. იყო ორჯერადად ვაქცინირებული. დაემართა კორონა. ჰქონდა ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა კოვიდამდე და ამას ამბობენ მისი ახლობლებიც, მეგობარი სასულიერო პირიც, რომელსაც დღეს ვესაუბრე და ექიმიც, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გადაუნერგა ღვიძლი. ამის მიუხედავად რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ იცის მის ახლობლებელზე, ექიმზე და მეგობარზე უფრო კარგად, რომ თითქოს მამა აკაკი მოკლა ვაქცინამ. ამით შეურაცხყოფას აყენებენ მის ხსოვნას და ადამიანებს, რომელთათვისაც ის ძვირფასი იყო - გამოჰყავთ ისე, რომ ისინი იტყუებიან. ვითომ მალავენ რომ ვაქცინის ბრალია ეს გარდაცვალება. გარდა ამისა ამ ტყუილით აშინებენ ასობით ადამიანს და აქედან რამდენი იტყვის უარს აცრაზე, არავინ იცის. ეს მხოლოდ ვირუსთან ბრძოლა არ არის. საინფორმაციო ომია, რომელშიც ძალიან ბინძური წესებით თამაშობს ეს ხალხი. ფაბლიქ სტატუსია. აშეარეთ ახლა და მეძახეთ კოვიდფაშისტი თუ რა სახელებს უგონებთ ხოლმე ხალხს, ვინც ტყუილში გამხელთ. მშვიდად განისვენეთ, მამა აკაკი", - წერს ორველაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ვინ არის 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო (ფოტო)
🔵„რომ ვერ დაგიტირებ, ეს ამბავი მომკლავს იცოდე“ - ნანუკა გულუა