Digest Logo

კინაღამ შვილი მომიკვდა, მაგრამ აქ არ „გადმომისხია“ ნეგატივი! - მოროშკინა

1607360548
ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, თავისი ფეისბუქმეგობრების მიერ გამოვლენილი უარყოფითი ემოციებით უკმაყოფილოა. 

მოროშკინა ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და დადებით მოვლენებზე ორიენტირებას ურჩევს. ამასთან აღნიშნავს, რომ ბევრი პრობლემის მიუხედვად საჯაროდ უარყოფითი ენერგია არასდროს გამოუვლენია.

„ნეტა სიყვარულზე წერდეთ ამდენს... ძალიან დამღალეთ „წკვინტლნარევი“ პოსტებით...

ცხოვრებაში იმდენი გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, მტერს არ ვუსურვებ... „იმედელებმა“ იციან, კინაღამ შვილი მომიკვდა გადაღებაზე, ახლაც დაუჯერებელია, როგორ გადარჩა, თვეები გიბსში იწვა, მაგრამ აქ არ „გადმომისხია“ ნეგატივი!

მართლა გოდების კედელს ნუ დაამსგავსეთ სოციალური ქსელი. ვშლი ყველა მოწუწუნეს!

აიღეთ მაგალითი ნიდერლანდებისგან, ფინელებისგან, იტალიელებისგან, ესპანელებისგან ფრანგებისგან, აგერ აშშ „მთლა“ რევოლუციას აანონსებს... რაღა ორღობულ სახის ხოკვაზე გაქვთ სწორება?

P.S ნეტა რამდენი ადგებით თბილი სავარძლიდან აფხაზეთის დასაბრუნებლად?“ - წერს ლალი მოროშკინა.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

10 წლის კესო, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

სავარაუდოდ, აქვე დამაპატიმრებენ

„მალე ახალი კლასტერი გაჩნდება“ - რა ხდება საბადურთან (ფოტოები)