ექიმი ანი ქავთარაძე კერძო კლინიკების მხრიდან ფინანსური დაინტერესების მიზნით ჩადენილ ქმედებებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ქავთარაძე აცხადებს, რომ ხშირად, გამოჯანმრთელებულ პაციენტს კლინიკიდან არ წერენ.
მედიკოს აღნიშნავს, რომ მსგავსი საქციელი ერთის მხრივ არაკეთილსინდიდიერია და მეორეს მხრივ დანაშაული, რადგან პანდეემიის დროს ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტები შესაბამის სამედიცინო დახმარება ვერ იღებენ.
ქავთარაძე კონკრეტულ მაგალითს და არც კერძო კლიკას ასახელებს, თუმცა ჯანდაცვის უწყებას კოვიდკლინიკების გაკონტროლებას სთოხვს.
„მაინტერესებს, ვინ აკონტროლებს კოვიდკლინიკებს და საერთოდ, არსებობს ასეთი კონტროლი თუ არა?!
რატომ გადაიფარა ჩალით ეს ქვეყანა და რატომ გაწყდა შუბლის ძარღვი, მასიურად?!
უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ კლინიკა აყოვნებს აწ უკვე სრულიად უსიმპტომო პაციენტებს და აკავებინებს ადგილს ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროებათ!
არათუ კლინიკური დახმარება, არამედ კოვიდსასტუმროს აუცილებლობაც არ აქვთ, ვინაიდან თავისუფლად შეუძლიათ საკუთარ ბინაში იზოლირება!
ამის პარალელურად, არაერთ ჯგუფში და პირად მიმოწერაში, ადამიანები, ხშირად პჯრ-ის ექიმებიც, ითხოვენ მძიმე, მინიმუმ, ჟანგბადის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ადგილებს!
ეს ადამიანები, ბედის ანაბარად, ასე, პირადი კონტაქტების იმედად არიან დარჩენილნი.
მერე, ჩვენ ყველა ვიწყებთ ძებნას და ხვეწნას, სადმე მიიღონ და მინიმუმ ჟანგბადი მისცენ!!!
თითოეული ასეთი შემთხვევა, წინაპირობაა ლეტალობის ალბათობის!
რატომ იქცევით ასე?!
ვინ ხართ?!
საიდან მოხვედით?!
ნუთუ აღარაფერი დარჩა ამ ქვეყანაში ადამიანური?!
მორჩება ეს ყველაფერი და იმედი გაქვთ, რომ ჩალით დაფარულში, არავინ მოგთხოვთ პასუხს!
თქვენ ძალიან მკაცრად უნდა აგოთ პასუხი, თითოეული, ასეთი, „წამოკოტრიალებული პაციენტით“ ადგილის დაკავების და მათ „მკურნალობაში“ აღებული ფულის გამო, იმიტომ რომ ამის პარალელურად, სადღაც, ვიღაც იხრჩობა და შემდეგ დაგვიანებული მართვის გამო კვდება!!!
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობა გამოყავით ხალხი, ამ საკითხის რანდომულად კონტროლისთვის!“ - წერს ანა ქავთარაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
112 საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ვის უნდა დაუკავშირდეთ, როცა ცხელ ხაზზე ვერ რეკავთ? - ექიმი მიმართვას ავრცელებს
როცა ფაღარათის გამო სასწრაფოს იძახებთ, სადღაც ინფარქტიანი ადამიანი კვდება - ექთანი