ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რომ მაია ბუწაშვილი რამდენიმე მუსიკის ავტორი და შემსრულებელია, რაც მისი მეგობრების ნაწილისთვის სრულიად მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა.
„ჩემო მეგობრებო,
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და უსაზღვროდ თბილი შეფასებებისთვის ჩემს მუსიკასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ სამივე კომპოზიციამ, რომელიც თიკომ დადო და მეც გავაზიარე, თქვენი ასეთი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ნაწარმოებები წლებია მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებს ჰქონდათ მოსმენილი და ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას, რადგან მოყვარულის დონეზეა შექმნილი და ასეთი შეფასებების იმედი არ მქონდა, მით უმეტეს, რომ შესრულების ტექნიკა ბევრ ხარვეზს შეიცავს.
ალბათ ბევრი იფიქრებს, ამ გაგანია პანდემიისას რა დროს მუსიკააო, მაგრამ ზოგჯერ ალბათ ღირს თემის შეცვლაც. ჯერჯერობით ისევ ადრე შექმნილ მუსიკას გავაზიარებ, თუმცა, იმედია, მალე ეს საშინელება, რასაც კოვიდი ჰქვია, თავს დაგვანებებს და მეც მეტად მოვიცლი ახალი ნაწარმოებებისთვის, რის სტიმულსაც სწორედ თქვენი ასეთი სითბო და სიყვარული მაძლევს. მადლობა კიდევ ერთხელ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”,- წერს მაია ბუწაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„1 წლის განმავლობაში 3-ჯერ გარდავიცვალე“ - ტრაგედია ნანუკა გულუას ოჯახში
🔵ანრი ჯოხაძის დედა იუბილარია - როგორ მიულოცა მომღერალმა დედას დაბადების დღე (ფოტოები)