Digest Logo

🎥 „სრული ნიჰილიზმი, ხშირად აგრესიულობაც, ბიპოლარული აშლილობის მახასიათებელი ნიშნები მაქვს“ - რა გართულებები დაუტოვა კორონავირუსმა ლიზა ყენიას

1628091621
ლიზა ყენია

ცოტა ხნის წინ მომღერალ ლიზა ყენიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მას „სინოფარმის" ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსი გადაედო.

ლიზამ ვირუსი უკვე დაამარცხა და ამჯერად პოსტკოვიდურ სიმპტომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ვირუსის გადატანის შემდეგ კონცენტრაცია უჭირს და დროს, ძირითადად, სახლში ატარებს.

„გამიჩნდა საფიქრალი.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვგრძნობ, რომ ვერ ვარ კარგად. არასდროს ვუჩიოდი ინტელექტს, ყოველთვის კონცენტრირებული, რეალისტი და მიზანდასახული ადამიანი ვიყავი, მაგრამ, რაც კორონამ გადამიარა, ვატყობ, რომ მაქვს სრული ნიჰილიზმი, კონცენტრაციას ვერ ვახდენ. აი, მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება 8 წრე დავარტყა და ჩასახვევს 8-ჯერ ავცდე. ყველაზე სადარდებელი არის ის, რომ მეზარება ხალხში და თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ეს დიდი ხნის წინ დამეწყო, მაგრამ ახლა გამიმძაფრდა. ძირითადად ვწევარ, სულ წოლა მინდა“ - ამბობს ლიზა ყენია ვიდეოში.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კოვიდის კიდევ ერთი მსხვერპლი... დედამ, რომელიც ასევე ინფიცირებულია, არ იცის საყვარელი შვილის სიკვდილი - მარი ჩიტაია

„მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული“ - გიორგი ჩალაძე

7 რჩეული კაცი, გარდაცვლილი შეყვარებულისგან მიღებული ტრავმა და რომანი თიკა ჯამბურიას ყოფილთან - ლიზა ყენიას პირადი