ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მოხუც ქალზე საოცარ ისტორიას იხსენებს.
„მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორაზე ცხოვრობდა. ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი. ამ ორ წინადადებაში გასაკვირი არაფერია. მესამე ცოტათი გაგაოცებთ: კვირაში ერთხელ მამაკაცის გარეცხილ ტანსაცმელს ფენდა გასაშრობად. მეოთხე წინადადება კი გამაოგნებელი იქნება: ეს კაცი, მისი ქმარი, მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა. თუმცა ქსენია ვალიკოს ელოდა ბევრი წელი, ვიდრე სიკვდილამდე და ტანსაცმელს გარეცხილს ახვედრებდა.
ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის სიყვარული. ხოლო ვიღაცისთვის სიყვარულია სიგიჟე. და მაშინ ყველაფერი ლაგდება. ან ვერ ლაგდება. არ ვიცი", - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ბავშვი გადაარჩინეს, დედამ ვეღარ გაუძლო... ძვლები მეწვის!“ - ვინ გარდაეცვალა პეტრე კოლხს