Digest Logo

„ყურადღებიანი გამვლელის იმედად ჰქონდა დაწერილი ეს პატარა წერილი. დილას ვიპოვეთ“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

1638109067
წერილი

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობითაა ცნობილი, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მარტოხელა ბებოს საზოგადოება დაეხმარა.

„ისევ კარგი ამბისთვის ვარ მოსული.

ბევრმა მომწერეთ და უფრო მეტმა ალბათ ნახეთ. ქუჩიდან ჩანს ეს პატარა ფანჯარაზე მიკრული პატარა წერილი… ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ბებო და ძალიან ცუდად იყო. გარეთ სიარულიც არ შეუძლია და ასე, ყურადღებიანი გამვლელის იმედად ჰქონდა დაწერილი ეს პატარა წერილი. დილას ვიპოვეთ, შეგროვებაც არ დაგვჭირდა და ბებოს უკვე ყველაფერი ექნება… ჩავურთეთ გათბობა, ექნება საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი, ახალი ლოგინი და აღარ გადაიხდის გადასახადებს, სანამ ვიქნებით… ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა და სიყვარული.

ასეთი ბედნიერება გვქონდეს გულებში ყველას, როგორი სიხარულით სავსე ბებოც დავტოვეთ.

ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ორსულები მახინჯები ვართ, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მხოლოდ 9 თვე“ - ნუკი კვალიაშვილი (ფოტო)

🔵რუსთავში პატარძალმა თავი მოიკლა, გარდაიცვალა მამინაცვალი, დედამ კი თვითმკვლელობა სცადა - გაუხმაურებელი ამბავი (არქივი)

🔵„თხილის კრეფა დავიწყე, სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ბაბუის ტოლა კაცმა კი ნომერი მთხოვა, გავქვავდი, მინდოდა, მეკივლა საშინელებები მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, რადგან...“

🔵„იმ დღეს მუხლებს ქვემოთ ელასტიკი მეცვა, ჩემი და ჩურჩულით მეუბნება, უკან არ გაიხედო, მწყემსი მოგვყვებაო. მინდა, ყველამ იცოდეს ერთი რაღაც...“