Digest Logo

„თხილის კრეფა დავიწყე, სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ბაბუის ტოლა კაცმა კი ნომერი მთხოვა, გავქვავდი, მინდოდა, მეკივლა საშინელებები მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, რადგან...“

1635499405
ქალზე ძალადობა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას ჰყვება 17 გოგონა, რომელიც გურიაში თხილის საკრეფად წავიდა, უნივერსიტეტის გადასახადი რომ გადაეხადა. 

 

გამარჯობა!

თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ახლა როცა ვიხსენებ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ...

უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე, პირველ წელს გადავწყვიტე, საკუთარი შრომით გადამეხადა სწავლის საფასური და გურიაში თხილის კრეფა დავიწყე დღიური ანაზღაურებით. ერთ დღეს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, მძღოლმა მოგვაკითხა სახლში წამოსაყვანად მე და მამიდაჩემი წინ დავსხედით.

როგორც კი დამინახა მძღოლმა (55-60 წლის მამაკაცი), რა ლამაზი ხარო, მითხრა. მეც გავიღიმე და მადლობა გადავიხადე. გზაში მამიდაჩემს ესაუბრებოდა და ხშირად მიყურებდა თან. მე აზრადაც არ მომსვლია. რომ ამ ასაკის კაცმა 17 წლის ახალგაზრდაზე სხვაგვარად იფიქროს. ისეთი თბილი თვალები ჰქონდა, აი ისეთი, ბაბუებს რო შეეფერებათ, თავიანთი ჭაღარა თმებით და დამჭკნარი თვალებით. გულში გავიფიქრე, როგორ ჰგავს ბაბუას, მასავით თბილი გამოხედვა აქვს-მეთქი. მაგრამ როდესაც მამიდაჩემი გზად სახლში ჩამოვიდა და ჩვენ მე სხვა ქალებთან ერთად გზა გავაგრძელეთ, მოულოდნელად მეუბნება, ტელეფონის ნომერს ხომ ვერ მომცემდიო.
იქვე გავქვავდი. ვერ ვიჯერებდი. იქნებ არასწორად გავიგე რამე-მეთქი და ვკითხე, რა თქვი-მეთქი? - ტელეფონის ნომერი მომეცი, ძალიან ლამაზი ხარ თან ისეთი... და აღარ დაუსრულებია.

საშინლად გავბრაზდი. ალბათ ჩემი ასაკის შვილიშვილები გყავთ, როგორ მიბედავთ მსგავს რამეს-მეთქი?! მერე რა, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ეგ ხელს ვერ შეგვიშლისო.

მინდოდა, მეკივლა საშინელებები მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, რადგან ჩემს უკან უამრავი ადამიანი იყო და მათი რეაქციის შემეშინდა, იქნებ მე დამდონ რაიმეში ბრალი-მეთქი. გავჩუმდი ზუსტად იმ მომენტში, როცა აუცილებლად უნდა ამომეღო ხმა...

ახლა ეს ბაბუა „თბილი თვალებით“ საკუთარ შვილიშვილებს და მის მეგობრებს ეფერება, შეიძლება ათას უმსგავსობას სჩადის სხვებთან, ისინი კი ჩემსავით ჩუმად არიან. ჩემთან მხოლოდ ტელეფონის ნომრის მოთხოვნა მოახერხა, მაგრამ სხვასთან გაცილებით მეტი შეიძლება გააკეთოს და ვერავინ ვერასდროს მასზე ვერ/არ იფიქროს, რომ მას მსგავსი უმსგავსობის ჩადენა შეუძლია“,- ვკითხულობთ გავრცელებულ სტატუსში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„იმ დღეს მუხლებს ქვემოთ ელასტიკი მეცვა, ჩემი და ჩურჩულით მეუბნება, უკან არ გაიხედო, მწყემსი მოგვყვებაო. მინდა, ყველამ იცოდეს ერთი რაღაც...“

🔵სასტიკი მკვლელობა თბილისში - მეეზოვემ 2 ადამიანი სადისტურად მოკლა, 1 დაჭრა, ცოლს კი სასტიკად სცემა

🔵„მითხრა მოდი, კალთაში ჩამიჯექიო, ფერება დამიწყო სახეზე, მერე მკერდზე დამიწყო ხელის მოსმა... მას მერე მეზიზღება ჩემი სხეული“ - ძალადობის მსხვერპლის ისტორია

🔵„ფრთხილად იყავით ვაჟას მეტროს ტერიტორიაზე... პოლიციის ფორმით ვიღაც მომვარდა და ჩანთას მართმევდა“ - სალი წვერავა

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔵„მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს?“ - სკანდალი გრძელდება