Digest Logo

ქვეყნები, რომლებმაც არჩევნები პანდემიის გამო გადადეს - ქადაგიძე საერთაშორისო გამოცდილებას გვიზიარებს

1602830880
გიორგი ქადაგიძე, კორონა, მსოფლიო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პანდემიის დროს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ქადაგიძე წერს, მსოფლიოს 25-მა ქვეყნამ მოსახლეობის უსაფრთხოებისა და არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციის მიზნით, არჩევნები 1-დან 4 თვემდე გადადო.

საერთაშორისო გამოცდილების სერიიდან.

როცა ეპიდემიის პიკი არჩევნებს დაემთხვა, მოსახლეობის უსაფრთხოების და არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციის მიზნით, რამდენიმე (4-10) კვირით გადაიდო:

არგენტინის, ავსტრაალიის, ავსტრიის, ბანგლადეშის, ბოსნიის, ბოცვანის, ბრაზილიის, კანადის, ჩილეს, კოლუმბიის, ჩეხეთის, გერმანიის, ჰონკონგის, იტალიას, შოტლანდიის და ურუგვაის მუნიციპალური არჩევნები. ბოლივიის, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კვირპროსი, პოლონეთის, სერბეთის, შრილანკას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები“, - წერს გიორგი ქადაგიძე.

ცნობისთვის, 2020 წლის აქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევბი დღითიდღე იზრდება. არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, სამთავრობო გუნდს განცხადება არ გაუკეთებია.