
გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მსახიობმა ნატა გულიაშვილმა ეთერი სკანდალური და ხმაურიანი სიმართლით დაიწყო.
მსახიობის თქმით, მას შორენა ბეგაშვილი ბაძავს.
გულიაშვილი სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ შოუბიზნესში დანდობა არ არის.
„უბრალოდ, რა დონის ნაგლი უნდა იყო ადამიანი, რომ ამბობდე: ნატა გულიაშვილი მე დამემსგავსაო, და თმები უნდა შევაჭრათ, რომ თავის თავს დაემსგავსოსოოო?!
მთელი ცხოვრება რაც თავი მახსოვს, და რაც ხალხს ვახსოვარ, „რეალითი“ შოუ „ამტანიდან“ და ასევე სხვა შოუებედიდან, სულ ასეთი ვარ და ყოველთვის გრძელი თმა მქონდა, სანამ თავის გადაცემაში, ჩუმად და მალულად არ შემაჭრიდა თმას.
უბრალოდ უნამუსობააა... უბრალოდ ვის ატყუებს როცა „ამტანი“ 2005 წელში იყო და მაგან 2009 წელს გაიხადა იმ თავის „პლეიბოიში“.
ყველამ კარგად იცის, რომ მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და არაფერი არ მაქვს, შეცვლილი და გაკეთებული.
შემთხვევით, მეც რუსთავიდან ხომ არ ჩამოვედი და არ ვიცი ჯერ?
ნაგლობასაც ხომ აქვს საზღვარი?
უბრალოდ როგორ არ რცხვენია რომ ამბობს, ნატა მე დამემსგავსაო?
სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს!
უბრალოდ, ყველაზე ძალიან ის მწყინს, რომ ჩემზე ამბობს, როცა მრავალი წლის მეგობრობა გვაკავშირებდა და იყო დრო, როცა, ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით.
გოგომ, ყველაფერი საპირისპიროდ გამიკეთა თავის გადაცემაში, რომ გავემწარებინე (რატომაც გააკეთა ასე, მე კი კარგად ვიცი, ყველაფერს ვერ დავწერ აქ) მაგრამ ასეთი ბოღმიანი თუ იყო, ნამდვილად არ მეგონა.
უბრალოდ, ვერაფრით ვერ ვხსნი, ასე რამ გააბოროტა. არამარტო მე მომექცა ასე, თავის გადაცემის სხვა მონაწილეებსაც, ასეთი რა ბოღმა უდევს გულში, რომ ასე გაამწარო შენი რესპონდენტები.
დავრწმუნდი, რომ შოუბიზნესში მეგობრობა არ არსებობს.
როცა დასჭირდება ადამიანს, მაშინ გაგწირავს თავისი რეიტინგისთვის! უბრალოდ, მართლა ძალიან მწყდება გული, იმ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც ჩვენ გვაკავშირებდა! იმედი მაქვს, მიხვდება თავის დანაშაულს!“ - წერს ნატა გულიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„იმედის“ გადაცემას შეწირული ოჯახი, რომანი გიორგი ყიფშიძესთან და დაპირისპირება დუტა სხირტლაძესთან - ნატა გულიაშვილის სკანდალები
🔵„სანდრა ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა“ - მედეა ვასაძე