Digest Logo

„ყველაზე ძნელი იმ შავი პარკის დანახვაა, სადაც შენიანის გულია გაჩერებული" - ჟურნალისტის ემოციური წერილი

1630066706
ნინო კაპანაძე

ჟურნალისტი ნინა კაპანაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ნინას დედამთილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. 

„ისევ ჩუმად ამოუყევით ოქროყანის აღმართებს …. უშენობის მე-40 დღე ავითვალეთ.
ამასობაში დიდი სახლის პატარა დიასახლისი გავხდი. არა და არასდროს მნდომებია ასე მალე გაზრდა, მაგრამ მგონი გავიზარდე. ჩემ თავს ისევ ვეუბნები , რომ პატარა ვარ, არადა დიდი გოგო ვარ! „დიდი გოგო მარჯვენა ხელის გარეშე”. ამის მერე უფრო მეტად ვეღარ ვიტან მუქ ფერებს. არასდროს გავაჩერებ შენს სურათთან და შენს საფლავზე შავ ლენტიან ყვავილებს. დღეიდან მეც შორს მოვისვრი ამ ბნელ ფერებს და შენგან სახსოვრად დატოვებული წითელი პომადებით ავიფერადებ ტუჩებს. აღარ სრულდება კოვიდური ამბები, ჩვენსავით რამდენი დგას და ითვლის დღეებს, რამდენს გამალებით უცემს გული ტელეფონის ზარის გაგონებისას, რამდენი მუხლებზე ეცემა, როცა ბოდიშს მოუხდიან და ეტყვიან - „ვერ ვუშველეთ”. ყველაზე ძნელი კი იმ შავი პარკის დანახვაა, სადაც შენიანის გულია გაჩერებული. ის პარკიც კი შავია.

#აიცერით. აიცერით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლისთვის, აიცერით ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისთვის, ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის.


სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს! იცით როგორი ქალი დამარცხდა ამ ბრძოლაში? დილის 5 საათზე რომ დგებოდა, სახლს რომ ალაგებდა, ბავშვებს რომ საუზმეს გამზადებულს უტოვებდა, შემდეგ სამსახურში რომ წავიდოდა, საღამოს 5-ზე სამი ბავშვი სკოლა-ბაღიდან რომ გამოჰყავდა, ვახშამს რომ უკეთებდა, სკვერში რომ
წაიყვანდა, იქიდან დაბრუნებულს რომ დაბანდა და შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებულს მეც რომ საჭმელს მახვედრებდა. ეს ომია, აქ არავინ არაფერი იცის", - წერს ნინო კაპანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეს კივილი, ხავილი, ყმუილში გადასული ბღავილი სულ გესმის... ყოველ დღე ძალიან ბევრ ადამიანს, მამას, ქმარს, მეგობარს, შვილს ეუბნებიან რომ ისინი დაობლდნენ” - ნინო ქაჯაიას ემოციური წერილი

🔵„მამაომ, ფილტვის დაზიანებით, ფეხზე დამდგარმა დაუჯდომელი ლოცვები იკითხა ნინოს ამბავი რომ ვუთხარით" - თამუნა თანდაშვილი

🔵„სულ ყურში აქვთ ვიღაცის თხოვნა - გადამირჩინე. სულ ირეკება მათ ტელეფონზე - იქნებ ეს პაციენტიც მიიღო. სულ ეკითხებიან გამოძვრება?" - ნინო შადურის სულისშემძვრელი პოსტი