ნინო შადური სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ამბობს, რომ ექიმები პაციენტების დაკარგვას ძალიან განიცდიან და მათ ღამეები არ სძინავთ.
„მთელი დღეა ეს ნათელი, ციმციმა, ღიმილიანი გოგო თვალწინ მიდგას, პერიოდულად „ვსქროლავ" ჩემს ფეისბუკ გვერდს და ვდარდობ მისი მეგობრების დარდით, ვგლოვობ მის დასრულებულ სიცოცხლეს, განვიცდი მისი შვილების უდედობას….მეორე ფოტოზე ქეთია, ისიც ნინოსავით სულ პატარა , ორი კვირის გოგოს დააშორა კოვიდმა, ვერ მოასწრო თავისი შვილის გაცნობა, დედობით ტკბობა…შემდეგ ფოტოზე ინაა, ჩვენი მეგობრის ოჯახის წევრი. მისი სუნთქვის გულშემატკივარიც ვიყავი, ეს უჯანმრთელესი ადამიანი ქრონოლოგიურად ვიცი როგორ დღითი დღე აიშვიათებდა სუნთქვას, ნელ-ნელა როგორ უახლოვდებოდა ამ სამყაროში, ამ სივრცეში სიცოცხლის დასასრულს….ეს ფოტოები ტრაგედიაა….მაგრამ ეს არ არის ფოტოტრაგედია, ეს რეალური ტრაგედიაა.. სამწუხაროდ ასეთი ტრაგედიები და ასეთი ფოტოდ დარჩენილი ფოტოები უკვე ათასობით გვაქვს. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, დღეში 50, 53, 59 ….დღის გარკვეული ნაწილი ბოკერიას კოვიდ ჰოსპიტალში გავატარე, შევედი თუ არა შენობაში კლინიკური დირექტორი შემხვდა, ჩქარი ნაბიჯით ვაქცინაციის ცენტრისკენ მიდიოდა ( ეს ერთადერთი სასიხარულო ამბავი იყო ჰოსპიტალში, ვაქცინაციის კაბინეტების დამატება, მეტი ადამიანის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობა) … ნიღაბშიც ეტყობოდა შეწუხებული სახე Aleksi Vachadze. საშინელებას გავდივართ, გუშინ ნინო გარდაიცვალა, ხომ იცი ეგ ამბავიო, როგორ მეგონა რომ გადავარჩენდით, როგორ მინდოდა რომ ეცოცხლაო….. და აგრძელებდა… 32 წლის ბიჭიც გარდაგვეცვალა , კახელი, ჯან-ღონით სავსე…. ალბათ ყველა ვინც ამ ამბებს ყოველდღიურად უყურებს , ფიქრობს- იცი რომ შემეძლოს , უფლება რომ მქონდეს , მორალი რომ არ არსებობდეს, რომ ვიცოდე რომ საჭირო არ ვარ, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვფიქრობდე…. არ მოვიდოდი, წავიდოდი, დავისვენებდი, სხვა სამსახურს ვიპოვიდი…. სანამ სამუშაო ოთახში შევიდოდი სამწუხაროდ ვინც შემხვდა ყველა მსგავს ისტორიებს მიყვებოდა, იცით ექთნები მორიგეობიდან რომ გამოდიან, ნაცვლად იმისა რომ დაისვენონ სხედან და ტირიან, ხმით ტირიან…. ითმენენ, ითმენენ და ვეღარ უძლებენ…. ჰოსპიტლის დირექტორმა Mamuka Imedashvili საუბარში უპრეტენზიოდ, სხვათა შორის მითხრა- გუშინ ერთი წუთითაც ვერ დავიძინეო …. პასუხისმგებლობა არ აძინებს, ეს ტრაგიკული ისტორიები არ ეშვება არც ერთი წუთით.. რეანიმაციის უფროსს ნიკას ვთხოვდი იქნებ დაისვენოთთქო Nika Rtveliashviili და ვერ დავისვენებ ნინო, არაფერი მიჭირს ომგამოვლილი კაცი ვარო, არ წავიქცევიო….Keti Sharangia წესიერად ვერც ვნახე ვაქცინაციის ცენტრს ადევნებდა თვალყურს, ახალი მთავარი მედდა Ekaterine Osepashvili დატვირთვის გაზრდის პარალელურად ახალ კადრებს აგროვებდა, ხელში 3 თაბახის ფურცელი ეჭირა და რიგრიგობით რეკავდა ყველასთან ვის ნომერზეც ხელი მიუწვდებოდა… Tamar Neparidze-Dowse ექთნებს ამხნევებდა ორშაბათიდან ყოველდღე ვივლი რეანიმაციაში მორიგეობაზეო…. ეიმედებათ მისი კომპეტენცია და ელოდებიან, Gregory Khurtsidze უკვე შეცვლილი აქვს ლოკაცია და არის იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ…აქ საგანგებო მდგომარეობაა, ისევე როგორც ჩვენს კიდევ ბევრ სხვა ჰოსპიტალში.ეს ადამიანები ვერ იძინებენ, ვერ ისვენებენ, ვერ ჩერდებიან, ირაზმებიან სხვის დასახმარებლად… იმიტომ, რომ უყურებენ ტრაგედიებს, სულ ყურში აქვთ ვიღაცის თხოვნა გადამირჩინე, სულ ირეკება მათ ტელეფონზე იქნებ ეს პაციენტიც მიიღო… სულ ეკითხებიან გამოძვრება?ეს მათი დღის წესრიგია!ეს არ არის სტატისტიკა მეგობრებო და ამავდროულად ეს სტატისტიკა ჩვენს ხელშია … ადამიანებო, აიცერით ! ცოტა ხანი ნუ გაერთობით! მოკრძალებულად დაისვენეთ! გაუფრთხილდით თქვენთვის თავგანწირული ადამიანების სიცოცხლეს, გაუფრთხილდით ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს…. დაიცავით ასეთი ციმციმა გოგოები და ბიჭები…. P.S უკაცრავად თუ ვინმეს უსიამოვნო ემოციები მოგგვარათ ჩემმა პოსტმა, ვერ დავიტიე კადრები რომელიც თვალწინ მიდგას ! ვერ დავიტიე დარდი, რომელიც სამედიცინო პერსონალის მდგომარეობის გამო მაქვს, ვერ დავიტიე ამ ნათელი გოგოს სახე, რომელიც ჩაქრა. ჯანმრთელად იყავით!”, - წერს ნინო შადური.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვახო, ხომ არ გგონია მარტო ხარ?!“ - აჩი არველაძის მხარდაჭერა კოვიდინფიცირებულ ფეხბურთელს
🔵ცოლს კლიტორი მოაჭრა, მისი საყვარელი კი იმპოტენტი გახადა - შურისმაძიებლის გაუხმაურებული ამბავი