სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. რჩეულიშვილის გათავისუფლებას მისი დისშვილი, ნინო დარასელი ეხმიანება. ნინო ფეისბუკის პირად გვერდზე ვახტანგ რჩეულიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ყველაზე მეტად ვინც ელოდა Vakhtang Rcheulishvili ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა. ჰოდა ვახოს ვულოცავ პირველ რიგში სხვებმა კი 5 წლის წინ ჩავისუნთქეთ და მას მერე მხოლოდ დღეს ამოვისუნთქეთ ჩემი ყველაზე კარგი, ყველაზე კეთილი, ყველას მაგივრად ვალმოხდილი მაია თავისუფალია“, - წერს ნინო დარასელი.
ინფორმაციისთვის, 2019 წელს რჩეულიშვილს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების აღკვეთა 7 წლით მიუსაჯა. რჩეულიშვილი საპატიმროში 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის „მაგნოლიას” საქმის ეპიზოდზე 2016 წლის ივლისში დააკავეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მომეცი პირობა, რომ თუ დამჭირდა, ამის ხელში არ ჩამაგდებ“ - ჭიაბერაშვილი რატიანს უპირისპირდება