Digest Logo

„ფეისბუკი“ ქცევის წესებს ამკაცრებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცრუ მიზეზით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს

1631865034
სოციალური ქსელი ფეისბუქი

„როიტერის“ ინფორმაციით, „ფეისბუკი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს. ამიერიდან სოციალური ქსელი რეალური ადამიანების წინააღმდეგ, უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს რომლებიც „ფეისბუკის“ ქცევის წესებს არღვევენ და მავნებლურ აქტივობებში არიან ჩართული.

როგორც ადმინისტრაცია მსგავს აქტივობებში ჩართული მომხმარებლების წინააღმდეგ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც ყალბი ანგარიშებით კოორდინირებული თავდასხმების დროს მიმართავდა.

კერძოდ, საუბარია რეალურ მომხმარებლებზე, რომლებიც სოციალური ქსელის წესებს კოორდინირებულად და სისტემატურად არღვევენ. მაგალითად, ცრუ მიზეზებით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს, რაც შემდეგ ამ გვერდის დაბლოკვის მიზეზი ხდება. ან მასობრივად და კოორდინირებულად ტოვებენ კომენტარებს კონკრეტული მომხმარებლის გვერდზე, რასაც „ფეისბუკში“ კიბერშევიწროებად მიიჩნევენ.

ასეთ ქმედებებში შემჩნეული ჯგუფების წინააღმდეგ, „ფეისბუკი“ მკაცრ ზომებს გაატარებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რატომ თქვა უარი დათო ლიკლიკაძემ კულტურის მინისტრობაზე

🔵საფლავში, ბავშვის ცხედრის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკში გახვეული ინდაურისა და ქათმის ფეხები დახვდათ - შემზარავი ამბავი

🔵„ღმერთო გადმოგვხედე და ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად გონიერების ბუსტერი დაგვიმატე, გთხოვ“ - კულუმბეგოვი

წყარო: www.reuters.com