„კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების“, - ამ განცხადების გამო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელს, რეანიმატოლოგ ლევან რატიანს კოლეგები დაუპირისპირდნენ.
პირველ რიგში რატიანი თამარ ჟამურაშვილმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დღეს არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს და ავტორიტარული ექიმის მიერ, ასეთი საჯარო განცხადება შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი იყოს.
თამარ ჟამურაშვილი: ნამდვილად არ გეთანხმებით და სრულიად მეცნიერება არ გეთანხმებათ!
უამრავი კვლევა არსებობს, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ახლა კი ველოდები კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ გადატანილებში თურმე უფრო მაღალია ვაქცინაციის შედეგად გვერდითი მოვლენების რისკი.
ამის დაწერა დღევანდელ დღეს არ არის სწორი და წინააღმდეგობაში მოდის არსებულ მტკიცებულებებთან, რეინფექციის რისკი გადატანიდან 3 თვეში იზრდება!
ლევან რატიანი: თამარ ეს ჩემი შეხედულებაა! პოლემიკში არ შემოვდივარ და დრო გვიჩვენებს! ჯანმერთელობას და წარმატებას გისურვებ!
თამარ ჟამურაშვილი: შენი სუბიექტური შეხედულებით შეგიძლია საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო.
გულწრფელად გეტყვი, ეს შეხედულება არასწორი აღქმაა იმ ერთი კვლევისაც კი, რომელსაც ახსენებ არა თუ დღეს არსებული მეცნიერული ინფორმაციის ობიექტური ანალიზი.
შენი სუბიექტური აზრი შეიძლება სუფრასთან, ოჯახის წევრებს გაუზიარო, მაგრამ ასე საჯაროდ გავლენა იქონიო უამრავ ადამიანზე, პასუხისმგებლობა აიღო მათ სიცოცხლეზე და მცდარ გზაზე დააყენო, ეს არასწორია ლევან.
გთხოვ, გადახედე შენს პოსტს, მზად ვარ ვისაუბროთ, თუ ამის სურვილი გაქვს, მაგრამ ეს არასწორია ლევან!
ლევან რატიანი: ბოდიში თამარ, მაგრამ მე ამ ორმა წელმა მანახვა, რომ იმუნიტეტი, კომპლექსური ვაქცინაცია და პოსტინფექციური იმუნური სისტემის სუმარული ჯამია.
თამარ ჟამურაშვილი: რა შუაშია? დიახ, ზუსტადაც რომ სუმარული ჯამია და კომპლექსურია იმუნიტეტი, იმიტომაც არის აცრა საჭირო.
ასეთ ზედაპირულ და ხალხის დამაბნეველ პოლემიკაში არ წამოგყვები.
ველოდები კვლევებს, რომელმაც თურმე გადატანილებში მეტი გართულება აჩვენა ვაქცინაციის შემდეგ. არ არსებობს ასეთი ბუნებაში!!
რომელიც ახსენე იმ კვლევის განმარტებას და სრულყოფას, სადაც ნათლად ჩანს, რომ გადატანილი+ვაქცინაცია ბევრად უფრო მღალ და ძლიერ დაცვას იძლევა ვიდრე ეს მხოლოდ გადატანილებს აქვთ!
ამ პოსტს კოლეგებიც კითხულობენ და არა მხოლოდ სხვა პროფესიის წარმომადგენლები, უხერხულია!
მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არ გინდა აცრა, ამისთვის ხალხით მანიპულირება საჭირო ნამდვილად არ არის და ექიმობას გიგანტური ნაბიჯით ცდება!
ჩემი პატივისცემის მიუხედავად, გაოგნებული ვარ ამ პოსტით.
ჟამურაშვილისა და რატიანის მიმოწერაში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია ჩაერთო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი უფრო ძლიერიცაა და მდგრადიც. ამასთან მან განაცხადა, რომ როდესაც ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს, არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმუნიტეტის ამაღლებისთვის დაინფიცირებას ელოდეს და ამ მოტივით აცრაზე უარი განაცხადოს.
დავით გადელია: ძალიან კარგია, რომ სტატუსი გაასწორე... ბევრი უგდებს ყურს შენს ნათქვამს და თავდაპირველი სახით დიდი გაუგებრობა გამოიწვია. სრულიად ლოგიკურია და დიდი იმუნოლოგობა არ სჭირდება იმას, რაც თქვი: ვირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი უფრო ძლიერიცაა და მდგრადიც. კი ბატონო. მაგრამ რომ ველოდო როდის დამემართება და ვერ მივაღწიო იქამდე როცა წესით " უფრო მდგრადი და ძლიერი იმუნიტეტი" მექნება? ანუ, ვერ გადავიტანო?! ბუნებრივი გადარჩევაა? მესმის, რომ აქცენტს აკეთებ უკვე გადატანილების აცრის სარგებელზე. ამ კატეგორიის ხალხი, ვისაც ჰქონდა, აიცრა და კიდევ დაემართა, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არაა იმდენი, რომ საკუთარი პრაქტიკიდან დასკვნების საფუძვლიანად გამოტანის საშუალებას გვაძლევდეს. სიმართლე გითხრა, არც ზოგადად, მსოფლიოში იქნება ძალიან ბევრი, ხოლო რაც შეეხება კვლევებს- მათი ინტერპრეტაცია, როგორც თამარმა ბრძანა- არაა ცალსახა. უფრო ზუსტად, თამარის აზრით ცალსახაცაა, თუმცა არ ადასტურებს შენს მოსაზრებას. იცი, როგორ პატივს ვცემ შენს აზრს და მინდა ჩემიც შემოგაშველო: ჯერ ძალიან ადრეა ასეთი დასკვნის გამოტანა, არსებული მასალით და ამავე დროს, შენი წმინდა აკადემიური, პროფესიული მსჯელობა შეიძლება გაუგებარი (მსუბუქად რომ ვთქვათ) იყოს არა ექიმისთვის და კოვიდ პროფილაქტიკისთვის საზიანო შედეგები გამოიღოს. სულ რამდენიმე ხანია, რა დაწერე ეს სტატუსი და უკვე აიტაცეს იმ ჯგუფებმა, ვისაც შენ პატივს არ სცემ! კარგია, რომ შეასწორე.
🔵რატომ თქვა უარი დათო ლიკლიკაძემ კულტურის მინისტრობაზე