Digest Logo

ლანჩხუთის ქალთა კლუბი დამარცხდა და უსიამოვნო ქირქილსაც მოვკარი თვალი - კეკელიძე

1607521215
გიორგი კეკელიძე

დღეს, 9 დეკემბერს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე „ლანჩხუთმა" „როსენგარდს" უმასპინძლა და 0:7 დამარცხდა.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკლიძე გამოეხმაურა და სოცილაურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

„ლანჩხუთის ქალთა კლუბი შვედურ კლუბთან 0:7 დამარცხდა. დამარცხდა და უსიამოვნო ქირქილსაც მოვკარი თვალი. სასიამოვნო ანგარიშია? ცხადია - არა. მაგრამ ბევრად საშინელია ის პირობები, ამ საოცარ გოგონებს რომ მომზადება უწევთ და ბევრად დიდი ის სიხარული, რაც რამდენიმე კვირის წინ მოგვანიჭეს.

იმ გამარჯვების შემდეგ, ჩვენ გუნდის უმცროს წევრს, ანა გობრონიძეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდია დავუნიშნეთ, ამ დამარცხების შემდეგ კი, მასზე ოდნავ უფროს, ნათელა წოწერიას დავუნიშნავთ იგივეს - ნათელა სენაკიდანაა, ლანჩხუთის გუნდში თამაშობს და თბილისში სწავლობს.

წინ დიდი გამარჯვებები გველოდება!“- წერს გიორგი კეკელიძე.