მომღერალი ლაშა ღლონტი ინიციატივით გამოდის და სავაჭრო ქსელების მფლობელებს სთავაზობს სუპერმარკეტში გამოყონ სპეციალური ადგილი იმ პროდუქტებისთვის, რომელიც როგორც თავად წერს, ყველა იმ თანამოქალაქისთვის იქნება განკუთვნილი ვისაც სჭირდება და ყიდვის საშუალება არ აქვს.
როგორც ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს, მაღაზიაში შესულ მყიდველებს სურვილისამებრ შეეძლებათ შეიძინონ სასაჩუქრე პროდუქტი და მოათავსონ „თანაგრძნობის კუთხეში.“
„მეგობრებო!!!! ერთი შეხედვით შეიძლება ტექნიკურად უტოპიური აზრი დამებადა, მაგრამ იქნებ გავაკეთოთ.
ყველა სუპერმარკეტში, სადაც საკვებ პროდუქტს შევიძენთ, მფლობელებმა გამოყონ რაიმე ადგილი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველას საკუთარი სურვილით და შესაძლებლობიდან გამომდინარე ექნება საშუალება ნებისმიერი საკვები პროდუქტი მოათავსოს საჩუქრად.
ვისაც უნდა მივა და აიღებს.
დავარქვათ ამ ადგილს „თანაგრძნობის კუთხე“. რას იტყვით ეს ხომ ძალიან მარტივია? სავაჭრო ქსელების მფლობელები იმედია გამოგვეხმაურებიან მათგან ხომ მხოლოდ ამ კუთხის მოწყობა დაგვჭირდება და ეს დიდი საქმეა!!!!
იქნებ მოაბას თავი ვინმემ. პირველი მე ვიქნები და ვიცი ყველა სიამოვნებით გააკეთებს ამასჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს გაიხარეთ”,-წერს ლაშა ღლონტი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ნახეთ ვიდეო, როგორი სახლი აქვს შალვა ნათელაშვილს
აფთიაქში გახარიას საშვით გინდათ რომ წახვიდეთ? - ჯანგირაშვილი შესაძლო შეზღუდვებზე
ყველა ცნობა არსებობს იმისა, რომ ეს საშინელი ინფორმაცია დამიდასტუროს! - დათო ლიკლიკაძე