Digest Logo

ლოქდაუნი მსხვერპლს მინიმუმ, გააორმაგებს - ზურაბ გურული

1606140750
ექიმი ზურაბ გურული

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ზოგი მედიკოსი ლოქდაუნში ხედავს, ზოგი კი ჩაკეტვის წინააღმდეგია.

მკურნალი ექიმების უმრავლეობა 2-კვირიან ლოქდაუნს „ჯანდაცვის სისტემის ამოსუნთქვად“ აფასებს.

საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმი ზურაბ გურული მიიჩნევს, რომ ლოქდაუნი მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ამის შესახებ გურულმა თავისი პოზიცია ექიმ დავით მრელაშვილის სტატუსის საპასუხოდ, კომენტარებში დაწერა.

„არაფერი შეიცვლება ოღონდ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა და ამას აქვს თავისი მიზეზები:

1. მთავრობა და მისი „მუშკეტერები“ ცოცხალი თავით არ გაამხელენ არც თავიანთ რეალურ რესურსებს და არც თავიანთ სტრატეგიულ შეცდომებს;

2. ამ არგამხელის გამო, მოსახლეობის 50-70% -ს არ სჯერა კოვიდ-კატასტროფის მოახლოების და შესაბამისად, მათი კოოპერაცია ნულოვანია;

3. ასეთ სიტუაციაში ლოქდაუნი მსხვერპლს მინიმუმ გააორმაგებს, რადგან ლოქდაუნის შემთხვევაში არსებული სახელმწიფო დახმარებების ოპტიმიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.

4. სახელმწიფო და საზოგადოების მინიმუმ 50% პოლიტიკურად დაპირისპირებულია და ეს დაპირისპირება მხოლოდ ღრმავდება; ასე რომ, პოლიტიკა თავადაა მოსული მედიცინაში მუჰამედის და მთის არ იყოს.

5. კერძო კლინიკები ნულოვან კოოპერაციაში არიან და იქნებიან სახელმწიფოსთან, რადგან მათ შორის ნდობა დაკარგულია.

6. ყველაფერი საბოლოოდ დადის პატიოსანი ინდივიდების თავდადებაზე და მათი შესაძლებლობები ძალიან ლიმიტირებულია“, - წერს ზურაბ გურული.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გამოჯანმრთელებიდან რა დროის შემდეგ შეიძლება დაინფიცირდეთ მეორედ? - ბუწაშვილის განამრტება

დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები! - კლინიკების ასოციაციის საგანგებო მიმართვა მთავრობას


zurab-guruli_o_h.jpeg